in

Apple საძიებო სისტემის შექმნაზე მუშაობს

veon
veon

The Information-ის ანგარიშის თანახმად, Apple ონლაინ საძიებო სისტემის შექმნაზე მუშაობს და, შესაძლოა, მან Google-საც კი გაუწიოს კონკურენცია.

ჯერ კიდევ 2018 წელს ტექნიკური გიგანტი ცდილობდა, საკუთარი ვებ საძიებო სისტემა შეექმნა, როდესაც მანქანათმცოდნეობის ფირმა Laserlike შეისყიდა — ეს უკანასკნელი Google-ის სამი ყოფილი თანამშრომლის მიერ შეიქმნა. ისინი მომხმარებლის ინტერესებისა და ინტერნეტ ქმედებების შესაბამის რეკომენდაციების შეთავაზების სისტემებს ავითარებდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, პროცესში გეგმა შეიცვალა და კომპანიის დამფუძნებლები გუგლში დაბრუნდნენ — „უძღები შვილის დაბრუნების“ ამბის მსგავსად. ახლა კი Apple მზადაა, ხელახლა სცადოს. გავრცელებული ინფორმაციით, საძიებო ჯგუფს მინიმუმ 200 თანამშრომელი ჰყავს და თითოეული მათგანი ისეთ ფუნქციებზე პასუხისმგებელი, როგორებიცაა Spotlight, Siri Suggestions და Siri-ს მიერ მოწოდებული პასუხები.

ბუნებრივია, Google-ის კონკურენცია ადვილი საქმე არ არის — თანაც, საყოველთაო საძიებო სისტემის ჩაშვებას მინიმუმ ოთხი წელი მაინც დასჭირდება. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ  გუგლი ამჟამად ეფლს 15 მილიარდ დოლარს უხდის ყოველწლიურად, რათა ნაგულისხმევი საძიებო სისტემა იყოს iOS მოწყობილობებზე. შესაბამისად, Apple-ის მცდელობა, განავითაროს საკუთარი საძიებო სისტემა, ამ შეთანხმებას შეცვლის.

გამოცემა ამბობს, რომ ტექნიკური ფირმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი Spotlight-ის განახლებაა, რათა მან შეძლოს „100-ზე მეტი“ მოთხოვნის დამუშავება, ვიდრე ამჟამად შეუძლია.

„რიგიანი ახალი წელი”| CashBack-ის და Visa-ს ერთობლივი აქცია 24 დეკემბრიდან იწყება!

რატომ ვშეშდებით შიშის დროს?