in

არაბული საპნის ოპერა Apple-ის კამპანიაში

უახლეს Relax, It’s iPhone-ის კამპანიაში ეფლი საუდის არაბეთის სერიალებს მიაგებს პატივს. გვაჩვენებს, თუ როგორ ამარტივებს iPhone 16 Pro-ს უახლესი ფუნქციები ცხოვრების დრამატული მომენტების ასახვას. მოკლედ, ეფლი iPhone 16 Pro-ს ფუნქციებზე არაბული საპნის ოპერით გვესაუბრება, თუმცა, ეს ამბავი ერთ ვიდეოში ვერ ჩაატია და იგი ბრენდმა ორი სიუჟეტით გაგვაცნო: The Matchmaker და Favorite Son. თითოეულში საუდის არაბეთის საპნის ოპერის ვარსკვლავებს ნახავთ, სოციალური მედიის ცნობილ სახეებთან ერთად.

BOG

„მაჭანკალი“ iPhone 16 Pro-ს ნელი გადაღების პოტენციალს ასახავს ოღონდ მეტად დრამატულად:

ხოლო „საყვარელი ვაჟი“ ფოკუსირების ფუნქციაზე ხაზგასასმელადაა — სწორედ ეფლი აძლევს მამას საშუალებას, საყვარელი ვაჟი არავის დააჩაგვრინოს:

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო TBWA\ Media Arts Lab London-მა იმუშავა.

ყველა ქალი უნიკალურია – ,,ტრესორი” – მოექეცი ყურადღების ცენტრში

მარიამ გუჯაბიძე – გოგოს ყველაფერი შეუძლია