iPhone წარმოუდგენელია Apple-ის აპლიკაციების გარეშე, რომლითაც თუნდაც ამინდს გამუდმებით ვამოწმებთ… ახლა კი გადაწყვიტეს, სპორტის მოყვარულებს ახალი აპლიკაცია შესთავაზონ, რომლითაც მათ ქულების შესახებ დროულ ინფორმაციებს მიაწვდიან. თუმცა შორეულ გეგმებზე არ გესაუბრებით, Apple Sports App Store-ში უკვე ხელმისაწვდომია!
და რას ნახავთ Apple-ის ახალ აპლიკაციაში? მომავალი თამაშების განრიგი, განახლებადი დეტალები მიმდინარე თამაშების შესახებ რეალურ დროში, მოთამაშეების სტატისტიკა, Apple TV-ის ბმულები და ფსონები. ეს მოიცავს NBA-ს, ქალთა და მამაკაცთა NCAA-ს, NHL-ს, MLS-ს, Bundesliga-ს, LaLiga-ს, Liga MX-ს, Ligue 1-ს, Premiere League-სა და Serie A-ს, MLB-სთან, NFL-სთან, NCAAF-სთან, NWSL-სა და WNBA-სთან ერთად.
„ჩვენ არ ვცდილობთ, რომ აპლიკაციაში 30 წუთი გაატაროთ. 5 წამით შეგიძლიათ შეხვიდეთ და ქულას შეხედოთ, ან 30 წამით, ან 3 წუთით… ეს თქვენს სურვილზეა, ის უბრალოდ გაძლევთ იმას, რაც გჭირდებათ და ამას ძალიან სწრაფად აკეთებს. არჩევითი იქნება შემდეგი ფუნქცია — Apple TV-ის აპლიკაცია სინქრონიზებულად აჩვენებს საყვარელი გუნდების ქულებს iPhone-ის დაბლოკვის ეკრანზე ვიჯეტში“, — აცხადებენ Apple-ში.