თუ ბრენდინგში მოღვაწეობთ, ალბათ, გსმენიათ, რომ თქვენი სტრატეგიის ყველა საჭიროებაზე პასუხი არის დიფერენციაცია, რელევანტურობა, უნიკალური გაყიდვის წინადადებები ან პერსონალიზაცია. ბოლო დროს კი, ბრენდების მიზანი ყველაფრის განკურნება გახდა, რადგან რას და როგორ აკეთებთ, უკვე აღარ არის „რატომ“ კომპონენტზე მნიშვნელოვანი. ეს უკანასკნელი იმაზე დიდია, ვიდრე უბრალოდ პროდუქტების გაყიდვა… ბრენდის სტრატეგიის ყველა ამ ასპექტს აქვს ღირებულება, მაგრამ ბევრი სააგენტო ყიდის მათ, როგორც ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს, რეალურად კი ისინი მეორე ან მესამე ადგილს იკავებენ.
დევიდ ოგილვის თუ დავეყრდნობით, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია, რომელიც კომპანიას შეუძლია განახორციელოს, არის „როგორ პოზიციონირებს ბრენდი ბაზარზე?“. ხოლო, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბრენდის პოზიციონირებაზე, როგორც სტრატეგიაზე, ყველაზე ეფექტური მიდგომა, რაც უბიძგებს მომხმარებლებს, აირჩიონ თქვენი ბრენდი, არის ის, რაზეც ძალიან ცოტა საუბრობს — დეპოზიციონირება.
ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ნეგატიურად ჟღერს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ამ დროს თქვენ ხაზს უსვამთ ბრენდის დადებით მახასიათებლებს, რასაც „უარყოფითი შუქი” აქვს კონკურენციის მიმართ. თუმცა არა, „ნეგატიური კამპანიის“ გზით. თქვენ ხაზს უსვამთ იმ პოზიტიურ მახასიათებლებს, რომლებიც აკმაყოფილებს მომხმარებლის სურვილს და აგვარებს არსებულ მტკივნეულ წერტილებს. ის, რაც კონკურენტებს არ აქვთ და არ შეუძლიათ, რომ კარგად გააკეთონ.
დეპოზიციონირება არის სტრატეგია, რომელიც მომხმარებლისთვის ყიდვის გამოცდილების დროს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მიმართავს, ესენია სურვილები და მტკივნეული წერტილები. ეს არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ნომერ 1A-სა და 1B-ს ყიდულობენ.
მყიდველები ყიდვის გამოცდილებას იმაზე ფიქრით არ იწყებენ, რომ იპოვონ კომპანია რაღაც მიზნით, ეს სასაცილოც იქნებოდა… ისინი იაზრებენ, რომ რაღაც სჭირდებათ, რისი ყიდვაც შესაძლებელია ან აქვთ პრობლემა, რომლის მოგვარებაც რაღაცის ყიდვით მიიღწევა. ეს მოტივაციები არასდროს შეცვლილა და არც შეიცვლება… მიუხედავად იმისა, რომ გვარწმუნებენ, ბრენდის მიზანი არის ის, რაც მომხმარებლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, ეს ყოველთვის უცვლელი დარჩება.
დეპოზიციონირება ხაზს უსვამს იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია კომპანიას თქვენი მომხმარებლებისთვის, რაც კონკურენტებს არ შეუძლიათ. თქვენი კონკურენტის სისუსტე კი ქმნის მომხმარებელთა საჭიროებებს ან მტკივნეულ წერტილებს, სიცარიელეს ბაზარში. ხოლო ამ უკანასკნელის შევსება იმ გადაწყვეტილების მიწოდებით შეგიძლიათ, რომელიც მომხმარებელს ტკივილისგან ათავისუფლებს და მათ წარმოდგენებსაც აკმაყოფილებს. ეს უნარი ხდება თქვენი კომპანიის მთავარი მისია და შეტყობინება.
Apple დეპოზიციონირების შესანიშნავ მაგალითს გვაჩვენებს — მართალია, მან Siri-ს წყალობით ხმოვანი ასისტენტების ბრძოლა წააგო Amazon-ის Alexa-სა და Google Assistant-თან, მაგრამ სანაცვლოდ, ფოკუსი კონფიდენციალურობისკენ მიმართა, რითაც დეპოზიციონირება მოახდინა იმ კონკურენტებთან, რომელთაც ეს არ შეუძლიათ. მსგავსად, Apple, როგორც „კონფიდენციალურობის მცველი“, ისე წარმოგვიდგება.
კომპანიის ეს ნაბიჯი კიდევ უფრო საინტერესო ხდება იმით, რომ იგი დამატებით პოზიციონირების ფენას გვთავაზობს. მისი „კონფიდენციალურობის“ დეპოზიციის სტრატეგია კომპანიის თავდაპირველი პოზიციონირების იდეასთან ახლოს დგას, რაც „გამოყენებითობაა“. მართალია, ბიზნესის საფუძველი პოზიციონირების მხოლოდ ერთი იდეაა, მაგრამ Apple ახლა კონფიდენციალურობასთან ერთად გამოყენებითობას გვთავაზობს.
აქ Starbucks-იც უნდა განვიხილოთ, რომელიც ფლობს კონცეფციას, სახელწოდებით „მესამე ადგილი“ — თქვენ გაქვთ სახლი, სამსახური და Starbucks, ყავაზე ორიენტირებული საზოგადოების ადგილი. შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა ყავის სახლი, რომელიც ტახტში ჩაჯდომის, ინტერნეტისა და აბაზანის გამოყენების საშუალებას გაძლევთ? ბევრ ქვეყანაში ეს შეუძლებელია… ეს გვიჩვენებს, თუ როგორ ანადგურებს Starbucks კონკურენტებს. მეტიც, ამ კონცეფციას აციფრულებს კიდეც და ბრენდირებულ NFT კოლექციებს გვთავაზობს, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების წევრობასა და ექსკლუზიური გამოცდილების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ხოლო ის, რაც დეპოზიციონირებას ეფექტურს ხდის ავთენტურობა და სიმარტივეა. რადგან ეს არის ის, რის გამოც მომხმარებლები თქვენი კომპანიისგან ყიდულობენ, ჩვენ იგი ზრდის პირველ მამოძრავებელ ძალადაც კი შეგვიძლია ჩავთვალოთ. ბრენდის სტრატეგიის ზედა ნაწილში უნდა იყოს მოქცეული. ყველაფერი კი იმ ადგილიდან უნდა მოდიოდეს, სადაც თქვენ ბრენდი განათავსეთ ბაზარზე…
დეპოზიციონირებას ბიზნეს სტრატეგიის ის ნაწილებიც შეუძლია დაგანახოთ, რომლებიც მანამდე უხილავი იყო… პოზიციონირება და დეპოზიციონირება უნდა იყოს პლატფორმა, რომელზეც ბრენდი დგას, რათა შეძლოს მთლიანი ბრენდის ნარატივის გადმოცემა. თუმცა ამის არასწორად გაკეთებამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის მოგების დაკარგვა.
დაბოლოს, მას შემდეგ, რაც შექმნით ძლიერ ბრენდს, რომელიც მუშაობს ბაზარზე პოზიციონირებაზე კონკურენციის დეპოზიციონირების გზით, თქვენ ბიზნესის უფრო ეფექტურად გაზრდას შეძლებთ. სანაცვლოდ, ეს საშუალებას მოგცემთ, ინვესტიცია განახორციელოთ თქვენი კომპანიის მიზნისთვის.