in

Apple-მა მონაცემების უსაფრთხოებისთვის ახალი ფუნქცია დაამატა

Apple-მა iOS განახლების 17.3 ვერსია შემოგვთავაზა, რომელშიც ერთ ძალიან საჭირო, თუმცა, როგორც ამბობენ, შემაწუხებელ ფუნქციას იხილავთ. საუბარია Stolen Device Protection-ზე, რომელიც მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

Stolen Device Protection დამატებით უსაფრთხოებას გთავაზობთ, როცა თქვენი iPhone შორსაა ნაცნობი ადგილებიდან, იქნება ეს სახლი თუ სამსახური. ფუნქცია დაგეხმარებათ, თქვენი ანგარიშები და პირადი ინფორმაცია დაიცვათ იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონს მოგპარავენ. როცა ფუნქცია გააქტიურებულია, უსაფრთხოებისთვის დამატებით მოთხოვნებს წარუდგენს მომხმარებლებს — მაგალითად, ეს ადამიანს, რომელმაც იცის თქვენი პაროლი და მოიპარავს ტელეფონს, ხელს შეუშლის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში:

Face ID ან Touch ID ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია — შენახულ პაროლებსა თუ საკრედიტო ბარათებზე წვდომისთვის, ავთენტიფიკაცია გახდება საჭირო, ალტერნატიული პაროლის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მფლობელს ექნება კონკრეტულ ფუნქციებზე წვდომა.

Security Delay — ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა Apple ID-ის პაროლის შეცვლა, კვლავ 1 საათი მოგიწევთ დალოდება, შემდგომ კი მეორედ Face ID ან Touch ID ავთენტიფიკაცია დაგჭირდებათ. 

ფუნქციის გასააქტიურებლად:

  1. ესტუმრეთ პარამეტრებს და აირჩიეთ: Face ID & Passcode.
  2. შეიყვანეთ მოწყობილობის პაროლი.
  3. გააქტიურეთ Stolen Device Protection.

ამგვარად, თუ თქვენივე ტელეფონით ხელში ნაცნობი ადგილებიდან შორს აღმოჩნდებით და ავთენტიფიკაციის მრავალჯერ გავლა შეგაწუხებთ, გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებისთვის კეთდება. ან თუ დარწმუნებული ხართ, რომ მოპარვის საფრთხე არ გემუქრებათ, შეგიძლიათ ფუნქცია დროებით გამორთოთ.

როგორ ეხმარება AI შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს?

Avira Sound — ხმის დიზაინისა და მუსიკის კომპანია ყველაზე ხმაურიანი ამბიციებით!