in

უცხოპლანეტელების თვალით დანახული დედამიწა — Apple-ის ახალი ანიმაციური შოუ

9 აგვისტოდან Apple უცხო სამყაროს რეალობაში გადაინაცვლებს, რომელიც გაცილებით ახლოსაა ჩვენს რეალობასთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. საუბარია ბრენდის უახლეს ანიმაციურ შოუზე, სახელწოდებით Strange Planet, სადაც ბამბის ნაყინის მსგავსი ვარდისფრითა და მეწამულით გაჟღენთილ გარემოში უჩვეულო ვიზუალის მქონე ლურჯი არსებები ადამიანური ჩვეულებების აბსურდულობას იკვლევენ.

როგორც ტრეილერში ჩანს, მთავარი გმირები სვამენ „მღელვარე სითხეებს“ (ყავას) და „ნელ შხამს“ (ალკოჰოლს); ასევე, მიირთმევენ „ფოთლის თაიგულებს“ (სალათებს) და ეცნობიან „ცოდნის გადამცემებს“ (წიგნებს). ალბათ, ამგვარი უჩვეულო და სახალისო დასახელებებიდანაც ჩანს, რამდენად კრეატიულ გადაწყვეტებს უნდა ველოდეთ ახალი შოუსგან, რომელიც ჩვენებურ რეალობას განსხვავებულ ჭრილში ასახავს.

დათვმა GoPro კამერა დაღეჭა და სელფი გადაიღო!

MIT-ის ახალი ხელსაწყო თქვენს ფოტოებს გაყალბებისგან დაიცავს