Shot on iPhone-ის ფარგლებში Apple-მა ახალი სერია გამოუშვა, რომელსაც მაყურებელი მექსიკაში მიჰყავს სამოგზაუროდ. მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „Suerte“ (იღბალი) მოგვითხრობს მუსიკოს ივან კორნეხოს შესახებ, რომელიც თავისი მუსიკალური ფესვების აღმოჩენას ცდილობს.
ფილმი გადაღებულია დინამიკური დუეტის, Cliqua-ს მიერ (პასკალ გუტიერესი და არ ჯეი სანჩესი). ეს არის ერთგვარი ვიზუალური ფიესტა, რომელიც კორნეხოს მუსიკალურ თავგადასავალს უახლესი iPhone-ის დახვეწილ შესაძლებლობებთან აერთიანებს.
ფილმში გადმოცემულ გულთბილ სიუჟეტში ვხვდებით ფანტასტიკურ პერსონაჟებს, რომლებიც შთაგონებულია ტრადიციული მექსიკური თამაშით Lotería. აქ სავსეა მეტაფორები გამოწვევებზე და ტრიუმფებზე, რომლებსაც ნებისმიერი ხელოვანი აწყდება თავისი შემოქმედებითი ნაპერწკლის ძიებისას. კორნეხოს მოგზაურობა გაფორმებულია თავისივე მუსიკით. მათ შორისაა მელანქოლიური Intercambio Injusto.
ეს არის ძლიერი სიყვარულის გამოვლინება მექსიკის კულტურისადმი. მაყურებლები ყურადღებას მიაქცევენ მოწყობილობის ტექნიკურ შესაძლებლობებსაც. iPhone 15 Pro Max-ის 48 მეგაპიქსელიანი კამერა აღბეჭდავს ყველა დეტალს, ხოლო 5x ოპტიკური ზუმი შორეულ ელემენტებსაც აქცევს ფოკუსში. კინემატოგრაფიის რეჟიმი ინარჩუნებს ფოკუსს კორნეხოზე მაშინაც კი, როცა კამერა მოძრაობს, რის შედეგადაც ვიღებთ პროფესიონალურ კადრებს, რომლითაც ნებისმიერო რეჟისორი იამაყებდა.