in

Apple სველი ტელეფონის ბრინჯში ჩადების წინააღმდეგია!

ტელეფონი თუ წყალში ჩაგვარდნიათ ან შემთხვევით დაგსველებიათ, მალევე გაგახსენდებოდათ ბრინჯში ჩადების ამბავიც. ვინმე იმასაც წამოგაშველებდათ, რომ თავის ტელეფონზე ამ მეთოდმა გაამართლა ან ინტერნეტს მიმართავდით და აქაც ამ რჩევას ნახავდით… აი, Apple კი ახლა ამ პოპულარული მოსაზრების საპირისპიროდ მიდის, სულაც არ გვირჩევს აიფონის ბრინჯში მოთავსებას, რადგან ასე ბრინჯის პატარა ნაწილაკები iPhone-ში შეაღწევს და მას დააზიანებს.

თუ თქვენს ტელეფონზე Liquid Detection Alert ჩაირთვება, არც თმის საშრობი ფენის გამოყენებას გირჩევენ და არც ბამბებითა თუ პირსახოცებით გამშრალების მომხრენი არიან. Apple-ის ოფიციალურ სახელმძღვანელო წესებში სველი ტელეფონისთვის შემდეგ ინსტრუქციას ვკითხულობთ — iPhone ისე უნდა მოათავსოთ, რომ შესაერთებლით ქვემოთ იყოს მიმართული. შემდეგ დატოვეთ ისეთ ადგილზე, სადაც კარგი ჰაერის ნაკადი იქნება, რათა მარტივად გაშრეს. დაელოდოთ 30 წუთი, სანამ მის დამუხტვას გადაწყვეტთ. თუ თქვენს ტელეფონზე Liquid Detection Alert კვლავ გამოჩნდება, დატოვეთ ტელეფონი და უბრალოდ დაელოდეთ. სრულად გაშრობას 24 საათიც კი შეიძლება დასჭირდეს… ხოლო თუ ჩათვლით, რომ გამშრალია, მაგრამ დამტენზე მაინც არ რეაგირებს, ხელახლა შეუერთეთ დამუხტვის კაბელი. 

ამგვარად, შეგიძლიათ, ბრინჯი თამამად დაივიწყოთ… 

თუ ინტერიერის დიზაინი გაინტერესებთ, გამოგვყევი — „მოზაიკსი“ ვიდეორგოლების სერიას იწყებს

წამიერი სინათლე ალცჰაიმერის ქაოსში — პრინტ კამპანია