in

Apple გვაფრთხილებს, არასდროს დავიძინოთ დასატენად შეერთებულ ტელეფონთან ერთად!

veon
veon

Apple-მა ჯერ ტელეფონი ბრინჯში არ ჩადოთო და ახლა დასაძინებლად როცა დაწვებით, დასატენად შეერთებული ტელეფონი გვერდით არ დაიდოთო… არადა, თითქმის ყველა ასე არ ვიქცევით? თუმცა ეფლს ჩვენი უსაფრთხოება ადარდებს. 

მთავარი საკითხი სითბოა. Apple Support-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ტელეფონები და დამტენები, თუნდაც უკაბელო, მოწყობილობების დამუხტვისას სითბოს გამოყოფს. შესაბამისად, თუ საბნის ქვეშ მოაქცევთ, დისკომფორტის გარდა, დამწვრობაც შეიძლება გამოიწვიოს. ხშირად აალების რისკიც ჩნდება… და როგორ მოვიქცეთ? Apple-ის თქვენთვის რამდენიმე რჩევა აქვს:

დამუხტეთ ტელეფონი ღია სივრცეში — ტელეფონისთვის დასადგამი იყიდეთ ან რაიმე ისეთი ადგილი მოძებნეთ, სადაც ჰაერი იმოძრავებს, რათა ტელეფონმა „ისუნთქოს“ მანამ, სანამ შეერთებული გექნებათ.

გამოიყენეთ სერტიფიცირებული დამტენები — ტელეფონის დასამუხტად ის აქსესუარები გამოიყენეთ, რომლებსაც Apple უჭერს მხარს ან მესამე მხარის ბრენდებს მიმართეთ, რომლებსაც მსგავსი რეპუტაცია აქვს. ასე გაუმართავი კომპონენტებით გამოწვეულ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანთ.

მიეცით ტელეფონს მეტი სივრცე — ეს იმას ნიშნავს, რომ დამუხტვისას არც ბალიშის ქვეშ უნდა დადოთ და არც ჩაიხუტოთ.

გეთანხმებით, სერიოზული შემთხვევების შანსები საკმაოდ მცირეა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ამბობენ… და როგორც ჩანს, ამას ეფლიც ეთანხმება.

29 თებერვალი – რა მოხდა ექსტრა კალენდარულ დღეს?

ნახეთ: ანიმაცია, რომელიც შეგრძნებების უგულებელყოფას ეწინააღმდეგება