in

Apple საშობაო ანიმაციურ ფილმს ქმნის — The Boy, the Mole, the Fox and the Horse

შობა ახლოვდება, დასვენების სეზონის დაწყებამდე კი მხოლოდ ორი თვეა დარჩენილი. ამ დღესასწაულს ადამიანების და ბრენდების დიდი ნაწილი განსაკუთრებული სამზადისით ხვდება — მათ რიცხვს განეკუთვნება Apple-იც. შობის აღსანიშნავად, კომპანია მყუდრო სადღესასწაულო ფილმს ქმნის: The Boy, the Mole, the Fox and the Horse.

სიუჟეტი ეხება პატარა ბავშვს, რომელსაც ცხოველთა ჭრელი ჯგუფი სამყაროში თავისი ადგილის პოვნაში ეხმარება, რაც მათ შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას აყალიბებს. ის ძველ ზღაპარს მოგვითხრობს, რომ „სახლი იქ არის, სადაც გულია“. ეს უკანასკნელიც სწორედ ზამთრის გარემოში ვითარდება, საყვარელი ცხოველებით სავსე სივრცეში.

როგორც ჩანს, ეფლის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიპყრო ანიმაციურმა ფილმებმა — ამ წლის დასაწყისში მან 3D ანიმაცია გამოუშვა, სახელწოდებით Luck. თუმცა ახალი ნამუშევარი, სავარაუდოდ, კლასიკურ 2D სტილში იქნება შესრულებული.

მოკლემეტრაჟიან ფილმში მთავარ როლს პიტერ ბეინტონი ასრულებს, რომელიც ადრე რეჟისორი იყო ფილმისა „ვეფხვი, რომელიც ჩაისთვის მოვიდა“. პროექტზე ასევე მუშაობენ Netflix Love, Death & Robots, Kara Speller და Woody Harrelson.

The Boy, the Mole, the Fox and the Horse Apple TV+-ს-ზე 25 დეკემბერს გამოვა სპეციალური პრემიერა BBC-ზე შედგება.

„ეს შენი სახლია“ – როგორ შექმნა სააგენტო CONTACT-მა მუსიკალური ვიდეორგოლი

აი, როგორ მუშაობს პროგრამ მენეჯერი