in

რას უსმენენ მეფეები? — ჩარლზ III-მ Apple Music-ისთვის ფლეილისტი შექმნა

ამბავი ასეთია: მეფე ჩარლზ III სტრიმინგს სამეფო ელფერს ანიჭებს და ერთა თანამეგობრობის დღის პატივსაცემად Apple Music 1-ზე The King’s Music Room-ის დებიუტს გვთავაზობს! აქ კლასიკურ და თანამედროვე არტისტებს შეხვდებით, რომლებიც მეფის მუსიკალურ გემოვნებაზე გვიქმნის გარკვეულ წარმოდგენას, მათ შორისაა რეგი, პოპი და აფრობიტიც კი…

მეფის ფლეილისტი სულ 17 სიმღერას აერთიანებს, რომლებშიც ბობ მარლი, კაილი მინოუგი, გრეის ჯონსი, Davido და ბრიტანელი Raye-ც შეგხვდებათ. ასე კი მეფე მუსიკის ძალას აღიარებს, ირიბად გვეუბნება, თუ როგორ შეუძლია მას კულტურებისა და თაობების დაკავშირება… საინტერესოა, რომ ეს ამბავი Buckingham Palace-იდან თავად ჩარლზ III-მ მოგვიყვა ანეკდოტებით იმ არტისტებისა და სიმღერების შესახებ, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს:

ამ კოლაბორაციით მეფის მრავალწლიანი მხარდაჭერა და სიყვარულიც გამოიხატება ხელოვნების მიმართ. სხვადასხვა თაობისა თუ ჟანრის შემსრულებლები არამხოლოდ თანამეგობრობის მუსიკალურ მემკვიდრეობას აღნიშნავს, არამედ მსმენელებს ამ ერების განვითარებად მუსიკალურ ამბავს აცნობს…

ახლა კი ჩარლზ III-ის ფლეილისტს შემოგთავაზებთ:

    1. Bob Marley & The Wailers – Could You Be Loved
    2. Millie Small – My Boy Lollipop
    3. Kylie Minogue – The Loco-Motion
    4. Al Bowlly – The Very Thought of You
    5. Grace Jones – La Vie En Rose
    6. Raye – Love Me Again
    7. Daddy Lumba – Mpempem Do Me
    8. Davido – Kante (feat Fave)
    9. Miriam Makeba – The Click Song
    10. Jools Holland & Ruby Turner – My Country Man
    11. Anoushka Shankar – Indian Summer
    12. Siti Nurhaliza – Anta Permana
    13. Dame Kiri Te Kanawa – E Te Iwi E (Call to the People)
    14. Michael Buble – Haven’t Met You Yet
    15. Arrow – Hot Hot Hot
    16. Beyonce – Crazy in Love (feat Jay-Z)
    17. Diana Ross – Upside Down

The King’s Music Room-ის ნახვას Apple Music 1-ში შეძლებთ. უფასოდ მოსმენას კი მხოლოდ დღეს და ხვალ Apple Music Hits-ზე მოახერხებთ.

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი

ველმო – ჯანმრთელობაზე პერსონალური ზრუნვის ახალი მოდელი კავკასიის მედიცინის ცენტრისგან