“TBWA/Media Arts Lab”-მა “Apple”-ის ტრადიციული საშობაო ვიდეო რგოლი წარმოადგინა. რა თქმა უნდა მათ შანსი არ გაუშვეს MacBook Air, iPhone და IPad-ის უპირატესობების დასამტკიცებლად და ეს რეკლამაში მთავარი გმირის საშუალებით გააკეთეს.
ვიდეოს მთავარი გმირი გოგონაა, რომელიც მუსიკას MacBook Air-ის და პროგრამის GarageBand-ის დახმარებით წერს. გოგონას სიმღერა IPad-ში გადააქვს და ბებიას ჩუქნის.
http://youtu.be/WRsPnzcZ1VY
2014 წლის TBWA/Media Arts Lab და Apple-ის თანამშრომლობის პირველი საშობაო ვიდეო რგოლი “Misunderstood”, ემის პრიზიორი გახდა.
http://youtu.be/nhwhnEe7CjE