in

Apple-ის ახალი ფუნქციით ფოტოებს ანდროიდზე გადაიტანთ

iOS 26.3-ის დეველოპერთა ბეტა ვერსიაში ეფლმა Transfer to Android-ის ფუნქცია შეიტანა, რომელიც მომხმარებლებს iPhone-იდან Android-ის მოწყობილობებზე ინფორმაციის გადატანის შესაძლებლობას მისცემს — ეს მნიშვნელოვანი ამბავია ეფლის ეკოსისტემისთვის, რომელიც ამ დრომდე კონკურენტი მობილური პლატფორმებისთვის ჩაკეტილი სისტემით გამოირჩეოდა… თუმცა ახალი წელი ცვლილებების დროა, ამიტომაც მალე შეგეძლებათ პარამეტრებს ესტუმროთ, შემდგომ General აირჩიოთ და Transfer or Reset iPhone-ითაც ისარგებლოთ.

ამგვარად, როგორც კი ეფლის ახალი ფუნქცია ჩაეშვება, ანდროიდის მომხმარებლები აიფონთან უკაბელოდ დაკავშირებას შეძლებენ, ოღონდ მნიშვნელოვანია, ამ დროს Wi-Fi და Bluetooth ჩართული ჰქონდეთ. შემდგომ QR კოდი უნდა დაასკანერონ ან ანდროიდზე არსებული კოდი შეიყვანონ, აქედან უკვე შეეძლებათ აირჩიონ, რისი გადატანა სურთ ერთი მოწყობილობიდან მეორეზე. 

მხარდაჭერილი კატეგორიები კი მოიცავს კონტაქტებს, შეტყობინებებს, ფოტოებს, ჩანაწერებსა და აპლიკაციის მონაცემებს. ამგვარად, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მნიშვნელოვანი ინფორმაციები მრავალი ხელსაწყოსა თუ ექაუნთის გამოყენების გარეშე გადაიტანონ.

თუმცა ეს ყველაფერი ისეთ მონაცემებს არ მოიცავს, როგორებიცაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ჩაკეტილი ჩანაწერები თუ Bluetooth მოწყობილობებთან დაწყვილებები. ეს კი, თავის მხრივ, მომხმარებელთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით კეთდება. 

ამ ეტაპისთვის Transfer to Android-ის ფუნქცია მხოლოდ დეველოპერებისთვის ბეტა რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. საჯარო ჩაშვების შესახებ კი ეფლს ჯერ არაფერი განუცხადებია. 

აღსანიშნავია, რომ ამ ამბის მსგავსად, ცოტა ხნის წინ გუგლმაც გადაწყვიტა ეფლთან დამეგობრება და AirDrop-ით გადაწერა Google Pixel 10-ზე გახადა შესაძლებელი…

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

როცა მიწოდება უხილავია: Onway-ს სტრატეგიული განახლების ისტორია