Apple დღეს ბევრისთვის პირველი საყვარელი ბრენდი კი არის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის წარმატებული იყო. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ მათი მანქანების პროექტი ჩავარდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ამ საკითხს თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ასეთი ფაქტი ეფლის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა. ამიტომ, ახლა მოდით, ეფლის შეცდომებსა თუ წარუმატებლობებს გადავხედოთ:
1. AirPower
არ გეგონოთ რომ შორეული წარსულის მაგალითებზე მოგიყვებით, აი, მაგალითად AirPower 2017 წლის პროექტია, რომელსაც Qi სტანდარტი უნდა გამოეყენებინა სამი მოწყობილობის ერთდროულად დასამუხტად. თუმცა 2019 წელს პროექტი შეჩერდა და. ელექტრო მანქანების არ იყოს, აქაც მიზეზად ბრენდის მაღალი სტანდარტები დაასახელეს. უკვე 2020 წელს კი MagSafe Duo შესთავაზეს მომხმარებლებს, რომელიც სამის კი არა, ორი მოწყობილობის დამუხტვის საშუალებას იძლევა.
2. Television
ეფლის ტელევიზია კიდევ ერთი პროექტია, რომელზეც ჭორები დიდხანს დადიოდა, თუმცა Apple TV-ში არ აგერიოთ. ბრენდმა 2011 წელს ულტრა მაღალი გარჩევადობის მქონე ტელევიზორის ნაკრებზე დაიწყო საუბარი. მიუხედავად ამისა, საჯაროდ არასდროს გამოუტანია და წლების წინ ეს პროექტიც გააუქმა.
3. Vademecum
სანამ სულ პირველ iPad-ს ჩაუშვებდა, ადრეული ტაბლეტის პროტოტიპი შემოგვთავაზა, 1994 წელს მისი პირველი სურათებიც გაჩნდა, რომელსაც ჩაშენებული კამერა და სტილუსი ჰქონდა. აქ კი პროექტი იმიტომ შეაჩერეს, რომ მაშინ პლანშეტური კომპიუტერების ბაზარი არ არსებობდა.
4. MessageSlate
დაახლოებით Vademecum-ის პერიოდში კომპანია Newton OS-ზე დაფუძნებულ პროექტ MessageSlate-ზეც მუშაობდა. 1993 წელს მოწყობილობისთვის აპლიკაციაც გამოჩნდა, თუმცა მალევე შეაჩერეს იგი და შემდგომში მომხმარებლებს MessagePad-ის სახელით მიაწოდეს. ეს კი უკვე MessageSlate-ის პროტოტიპის პატარა ვერსია გახლდათ.
5. W.A.L.T.
იცოდით, რომ Apple iPhone-ამდე Telephone Mac-ზე მუშაობდა? თუმცა საჯაროდ არასდროს გამოუციათ:
6. PenLite
დაბოლოს, როგორც აღმოჩნდა, პლანშეტზე ეფლი 1992 წელსაც მუშაობდა. იგი System 7.1-ზე იყო დაფუძნებული, ანუ Apple-ის Macintosh-ის ოპერაციული სისტემის პირველ ვერსიაზე, რომელიც, თავის მხრივ, PowerPC-ზე დაფუძნებული კომპიუტერებისთვის შეიქმნა. მას სტილუსი და 25 MHz Motorola პროცესორი უნდა ჰქონოდა, თუმცა Vademecum-ისგან განსხვავებით, კამერას არ გვთავაზობდა. ეს პროექტიც დაივიწყეს, რადგან ჩათვალეს, რომ ამისთვის ბაზარი უბრალოდ არ არსებობდა…