in

Apple ციფრული მართვის მოწმობების სერვისს ნერგავს!

საწყის ეტაპზე სერვისი რვა შტატში ამოქმედდება

veon
veon

iPhone-ისა და Apple Watch-ის მომხმარებლები რვა შტატის ფარგლებში მალე შეძლებენ, თავიანთ მოწყობილობებზე მართვის მოწმობისა და სახელმწიფო საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ციფრული ვერსიები შეინახონ.

Apple-ის პრესრელიზის თანახმად, მომსახურება პირველად არიზონასა და ჯორჯიას შტატებში ამოქმედდება, მათ მოჰყვება კონექტიკუტი, აიოვა, კენტუკი, მერილენდი, ოკლაჰომა და იუტა.

როგორც ცნობილია, მართვისა და პირადობის მოწმობის დამატების პროცესი Apple Wallet-ში საკრედიტო ბარათის დამატების მსგავსი იქნება. თუმცა აქტივაციის პროცესში მომხმარებლებს მთელი რიგი სახის და თავის მოძრაობების შესრულებაც მოუწევთ.

ჯენიფერ ბეილის, Apple-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს სერვისი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესების გამარტივებას. ეფლის პროდუქციის მომხმარებლებს სხვადასხვა ბარათისა თუ მოწმობის ნაცვლად, მხოლოდ მობილური ტელეფონი და ჭკვიანი საათი დასჭირდებათ – ეს ხომ ის ნივთებია, რომლებსაც სულ თან ვატარებთ. ამ იდეას ეხმიანება კონექტიკუტის გუბერნატორი ნედ ლამონტი – მისი აზრით, ციფრული იდენტობის გამოყენება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ოპერაციების მოდერნიზების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ეფლსა და გამცემ სახელმწიფოს არასოდეს ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის იწარმოება ციფრული პირადობის მოწმობა. უშუალოდ მოწყობილობასა და პირადობის მოწმობის მკითხველს შორის ინფორმაცია მხოლოდ ციფრულად არის მიწოდებული დაშიფრული ბმულის საშუალებით.

„რომას“ სატრანსფერო კამპანიის ვიდეოებით 12 დაკარგული ბავშვი იპოვეს

„ვაქცინაცია ერთმანეთთან და პანდემიის დასასრულთან გვაახლოებს“ – „ბილაინის“ გზავნილი თანამშრომლებს