in

Apple მესის ამერიკულ დებიუტს მარტივი და კრეატიული ბილბორდით აღნიშნავს

ლიონელ მესის ფლორიდაში გადასვლის ამბავი ფეხბურთის მოყვარულებისთვის დიდ და მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენდა — თითქოს, ყველა მის ბარსელონაში დაბრუნებას ელოდებოდა, თუმცა მაიამის ინტერს შეუერთდა.

მისი ამერიკაში ჩასვლისა და „ვარდისფერი მაისურის მორგების“ აღსანიშნავად, Apple TV-მ თემატური ბილბორდი შექმნა. ბრენდი ასე მიესალმა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, რასაც GOAT (თხა/Greatest Of All Time) ტერმინით მოიხსენიებენ — შესაბამისად, ბილბორდზე პირდაპირის მინიშნებით ვარდისფერი თხა გამოსახეს.

მარტივი, მაგრამ ეფექტური გზავნილი სწორი მარკეტინგული გათვლაა ფეხბურთის მოყვარულების მოსაზიდად… გარდა მესისადმი გამოხატული პატივისცემისა, ბრენდმა საზოგადოებას ამცნო, რომ ფანები ვარსკვლავის ყურებას Apple TV-ის MLS Season Pass-ის გამოწერის სერვისით შეძლებენ,

ბრენდი TBWA\Media Arts Lab-თან მუშაობდა, რათა სიმბოლური მარკეტინგული კამპანია შეექმნათ.

Opinel – ფრანგი მჭედლის საუკუნოვანი მემკვიდრეობა და უკვდავი დიზაინი

BCA Healthy Club-ისა და Bioli-ს საზაფხულო პროგრამა თქვენი თანამშრომლებისთვის