in

Apple-მა სტრიმინგის სერვისისთვის ახალი სახელი, ვიზუალი და შრიფტი წარადგინა

Apple-მა თავისსავე სტრიმინგის იდენტობის განახლება გადაწყვიტა, გასართობი პლატფორმის სახელში + მოაშორა და იგი პირდაპირ Apple TV-ის სახელით შესთავაზა მომხმარებლებს. ამ ცვლილებას კი თან ახლავს ახალი ვიზუალი და ხმოვანი პაკეტი, რომელიც მინისა და სინათლეების შთაგონებითაა შექმნილი. 

BOG
BOG

ამგვარად, ახალ ვიზუალში მინის სტრუქტურებსა და განათების ეფექტებს ვხვდებით, ნაცვლად კომპიუტერული გრაფიკისა. თუმცა მეტად შთამბეჭდავი რომ ყოფილიყო, TBWA\Media Arts Lab-ის სააგენტოსთან ერთად, ეს მინის ლოგო მოძრაობაში გადაიღო და საშუალება მოგვცა, მის ანარეკლებსა თუ გარდატეხებს გავცნობოდით. ამ ანიმაციას ახლა მომხმარებლები Apple TV-ის ყველა კონტენტის წინ ნახავენ.

რაც შეეხება ხმის განახლებას, მისი ავტორი გრემის მფლობელი მუსიკოსი, თუმცა უფრო მეტად ბილი აილიშის დად ცნობილი, ფინეასი გახლავთ. მან ხმის სულ სამი ვარიაცია შემოგვთავაზა: 5-წამიანი შოუებისთვის, 1-წამიანი ტრეილერებისთვის და 12-წამიანი თეატრალური ფუნქციებისთვის. თითოეული ერთი და იმავე მელოდიურ ხაზს მიჰყვება, რათა ცნობისმოყვარეობა და ის ჩუმი თავდაჯერება გააღვიძოს, რომელსაც კომპანია სთორითელინგს უკავშირებს. 

ხმებთან ერთად, Apple-მა საკუთარი შრიფტი SF TV წარადგინა, სან-ფრანცისკოს ოჯახის წევრად გაგვაცნო და მას უკვე ყველგან გამოიყენებს.

ამ ცვლილებების მიზანი კი ეფლის სერვისების ერთიან ეკოსისტემად ქცევაა, რითაც გასართობი, პროგრამული თუ მოწყობილობებზე ორიენტირებული ეკოსისტემები ერთი სახელის ქვეშ ერთიანდება. 

ჩინური შავი პარასკევი მერე ბარათთან ერთად

უნო კომფორტი – ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის ახალი პროდუქტი იმედი L-ისგან