in

გავრცელებული ინფორმაციით, Apple უსადენო დამუხტვის iPad Pro-ს ქმნის!

მოწყობილობის ალუმინის გარსს მინა ჩაანაცვლებს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლისთვის Apple უსადენო დამუხტვის შესაძლებლობის მქონე iPad Pro-ს შექმნის. როგორც ჩანს, კომპანია ტაბლეტის ალუმინის გარსს სპეციალური მინით შეცვლის, რომელიც ნაწილობრივ უსადენო დამუხტვას შეუწყობს ხელს.

ამავდროულად, ეფლი გეგმავს, ახალ ტაბლეტს უფრო ვიწრო, თხელი ჩარჩოები გაუკეთოს და ღილაკი სრულად ამოიღოს. თუ ეს მართლაც მოხდა, 6 წლის განმავლობაში მოდელის პირველ განახლებას ვიხილავთ. ამასთან ერთად, კომპანია ისეთი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც სხვა გაჯეტების უსადენო დამუხტვაშიც დაგეხმარებათ. ამის პარალელურად კომპანია სტუდენტებისთვის უფრო თხელი დონის iPad-ს ქმნის, რომელიც სავარაუდოდ ამ წელსვე ჩაეშვება მოხმარებაში.

საგულისხმოა, რომ ეფლმა ჯერ კიდევ 2017 წელს AirPower დააანონსა, რომლის საშუალებითაც iPhone, Apple Watch და AirPods-ის ერთდროულად დამუხტვა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა პროექტი მალევე გაუქმდა, რადგან დენის საკითხებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს ვერ ჭრიდა. სულ რაღაც 4 წლის შემდეგ კი კომპანია უკვე უკაბელო დამუხტვის ალტერნატიულ მეთოდებზე მუშაობს, რომელიც კავშირის შენარჩუნებას უფრო დიდ მანძილზე გთავაზობთ.

ასე რომ, თუ iPad-ის ყიდვა გსურთ, შეგიძლიათ, ცოტა მოიცადოთ და განახლებული, უფრო დახვეწილი და სრულყოფილებასთან მიახლოებული მოწყობილობა შეიძინოთ… თუ, რა თქმა უნდა, კომპანიის გეგმები არ შეიცვალა.

„შავი პომიდორი“: ჩვენით შექმნილ ფაილში ხელით შეგვყავდა ჯავშნები, რაც ხშირად, შეცდომების საფუძველი ხდებოდა

მშობლებო, გახსოვდეთ, რომ იდეალური არავინაა! მთავარი ბავშვთან იმ მომენტში ყოფნაა, როცა მათ ყველაზე მეტად ვჭირდებით