in

ვაშლი, რომელიც 20 დოლარი ღირს

ვაშლის ნაირსახეობა ბევრია, თუმცა, მათგან გამორჩეული – ცოტა. არც თუ ისე დიდი ხანია, ჩინურ ბაზარზე ვაშლის ერთი ამგვარი ტიპი “შავი ალმასი” გამოჩნდა, რომელსაც განსაკუთრებული გემო და ვიზუალი აქვს, თუმცა, განსაკუთრებულ პირობებსაც საჭიროებს. იგი მხოლოდ ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღლა იზრდება. სწორედ ამ განსაკუთრებულობის გამო ერთი ცალი ვაშლი 20 დოლარად არის შეფასებული.

BOG
BOG

ტემპერატურა დღეს და ღამეს შორის საკმაოდ დიდია, გარდა ამისა, ამგვარ სიმაღლეზე ულტრაიისფერი სხივები და მზის სხივები საჭირო რაოდენობით ეცემა ნაყოფს. ვაშლის აღნიშნული ჯიში ტიბეტის რეგიონში გამოიყვანეს. სახელი კი მისი ვიზუალის გამო ეწოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამწიფებული ნაყოფის ნახევარზე ნაკლები გამოდის მკვეთრად შავი ფერის, დანარჩენი – მუქი წითელია.

Mercedes-AMG GT-ის ოფიციალური ტრეილერი

როგორ უნდა მართოთ კომპანია სწორად?! – TripAdvisor-ის დირექტორთა საბჭოს წევრის სპენსერ რასკოფის რჩევა