in

Apple-ს სურს, ვაშლის გამოსახულებები ინტელექტუალურ საკუთრებად აქციოს

Apple ცდილობს, ნამდვილი ვაშლის ფოტოები ინტელექტუალურ საკუთრებად გამოაცხადოს. ინიციატივა ჯერ კიდევ 2017 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტში (IPI) Granny Smith ჯიშის შავ-თეთრი გამოსახულების IP უფლებების მიღება მოითხოვეს.

მოგვიანებით, გასულ წელს, ბრენდს გადაწყვეტილება გააცნეს და აცნობეს, რომ ზოგადი მოხმარების ნივთების ფოტოები ერთი კონკრეტულის საკუთრებაში ვერ მოექცევა — ვაშლისა და სხვა მსგავსი საგნების სურათები საზოგადოა, საჯარო დომენს ეკუთვნის. ახლა კი კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა — ვინაიდან საქმე ამჟამად მიმდინარეობს, IPI-ს დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს, მაგრამ ცნობილია, რომ საჩივარი აუდიოვიზუალური მასალების გამოყენებას ეხება.

ცხადია, თუ ეფლი ამ ბრძოლაში ლეგალურად მოიგებს, გავლენა ტექნოლოგიურ სამყაროს გასცდება… მაგალითად, Fruit Union Suisse-ს (FUS), 111 წლის წინ შექმნილ ორგანიზაციას, რომლის ლოგოსაც წითელ ვაშლზე დახატული ჯვარი წარმოადგენს, ბრენდინგის შეცვლა მოუწევს. თან არ აქვს მნიშვნელობა, „ვაშლი მოკბეჩილი იქნება თუ არა“, Apple-ს ვაშლის ყველა გამოსახულებაზე სურს საავტორო უფლებების მოპოვება.

„გვიჭირს ამ აზრის მიღება, რადგან ბრენდი არა თუ თავის უნიკალურ ლოგოს იცავს, არამედ ზოგადად ნამდვილი ვაშლის გამოსახულებების მითვისება სურს. ეს კი უნივერსალური საკუთრებაა… ყველას უფასოდ უნდა შეეძლოს მათი გამოყენება“, — ამბობს FUS-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმი მარიეთოზი.

 

Evido Georgia პირველ საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე — touch.point

მოგზაურობა უეს ანდერსონის Asteroid City-ში