in

Apple-მა iPhone X-სა და სხვა პროდუქტებს „ვინტაჟური“ უწოდა

Briano.ai
Briano.ai

ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ამბავი ასეთია: Apple-მა სულ ახლახან iPhone X, პირველი თაობის AirPods და HomePod ვინტაჟურ მოწყობილობებში მოათავსა. მართალია, ჩვენთვის ვინტაჟური, რაღაც ძველს უკავშირდება, რომელიც საუკუნეების წინ არსებობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეფლისთვის ვინტაჟური გაყიდვის შემდგო სერვისის ხელმისაწვდომობის ცვლილებად ითარგმნება. ეს ნიშანი ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებსაც 5-ზე მეტი და 7-ზე ნაკლები წელია, რაც აღარ აწარმოებენ.

უნდა ითქვას, რომ ამ პროდუქტების მომხმარებლებისგან ყველაზე მეტი ყურადღება შეკეთებას ექცევა. როგორც ვიგებთ, ეფლის მაღაზიები და ავტორიზებული პროვაიდერები კვლავ შესთავაზებენ მათ ამ ვინტაჟური მოწყობილობების შეკეთებას, ოღონდ შეზღუდული დროით, სადღაც 2 წლამდე, ბუნებრივია, ნაწილების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. ამ პერიოდის შემდეგ კი, ამ მოწყობილობების მომსახურება, შესაძლოა, გამოწვევად იქცეს და მომხმარებლებს მესამე მხარის მაღაზიებთან დაკავშირება დასჭირდეთ.

ბევრს ეფლისგან ეს ცვლილება არც აკვირვებს, იმის გათვალისწინებით, რომ iPhone X 2017 წლის სექტემბერში, AirPods ასევე 2017 წლის დეკემბერში და HomePod 2018 წლის თებერვალში ჩაეშვა. თანაც, Apple კარგად ცნობილია თავისი პროდუქტის ხაზების გამარტივებითა და ახალი მოწყობილობების მხარდაჭერით. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანია რესურსებს უახლესი ტექნოლოგიებისთვის გამოიყენებს და მომხმარებელთა გამოცდილების განვითარებაზეც შეინარჩუნებს ფოკუსს. 

Meta-მ Made with AI-ის ნიშანი ჩაანაცვლა

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი – ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური თაუერი აშენდება