in

Apple Vision Pro-ს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება შეუძლია?!

ყოველ შემთხვევაში Lowe’s-ში ასე ფიქრობენ…

Vision Pro-ს ირგვლივ ერთი აჟიოტაჟი კი ატყდა, რაც უკვე მინელებულიც გვეგონა, რომ ბრენდებმა მისი დანერგვა მომხმარებელთა მომსახურების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტეს. აქ Lowe’s-ზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც სახლისთვის ავეჯსა და სხვა აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებლებს. როგორც განაცხადეს, რამდენიმე მაღაზიაში Vision Pro-ს გამოცდას აპირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად მომხმარებელი, რომელიც სამზარეულოში რემონტის ჩატარებას აპირებს, Apple-ის Vision Pro-ს საშუალებით დაინახავს, ვიზუალურად როგორი იქნება მათ მიერ განხორციელებული ცვლილებები. 

საპილოტე პროგრამა კი ამ თვის ბოლოს 3 ბაზარზე დაიწყება, სადაც მომხმარებლებს ვიზუალიზაციის სესიის ონლაინ დაჯავშნა შეეძლებათ. რაოდენობაც და დროც შეზღუდულია. აღნიშნული კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც Lowe’s-ს Style Studio წარმატებული გამოდგა. აქამდე ბრენდმა Product Expert-იც დანერგა, AI ჩეტბოტი, რომელიც სახლის რემონტის მსურველებს პროდუქტის შესახებ აწვდის რეკომენდაციებს…

Lowe’s ინდუსტრიაში სიახლეების დანერგვის ისტორია აქვს და ახლაც პირველი ბრენდი იქნება, რომელიც Apple Vision Pro გამოცდილებას შესთავაზებს მომხმარებლებს. გვჯერა, რომ ასე მაღაზიებში სამზარეულოების დიზაინის შერჩევის გამოცდილებას გავაუმჯობესებთ, საშუალებას მივცემთ მომხმარებლებს, ვიზუალურად ნახონ, როგორი შეიძლება იყოს მათი ოცნების სამზარეულოები, — აცხადებს სიმანტინ გოდნოლი, Lowe’s-ს ვიცე-პრეზიდენტი.

როგორც ვიგებთ, აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თითქმის 80 მილიარდი დიზაინის კომბინაცია გამოიყენონ, ნახონ, როგორი იქნება განსხვავებული მასალები თუ ტექსტურები. ხოლო მას შემდეგ, რაც სამზარეულოსთვის სასურველ დიზაინს შეარჩევენ, ფოტოს შენახვას შეძლებენ და შემდგომში PDF ფორმატში ელ.ფოსტისა თუ ჩვეულებრივი შეტყობინების სახით გაგზავნას.

თუმცა ამ ამბავში ჩართული მხოლოდ Lowe’s არ გეგონოთ, სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანიებმაც დაიწყეს Apple Vision Pro-ს გამოყენება სამედიცინო ჩანაწერების გასაკეთებლად და პაციენტებისთვის ინფორმაციების მისაწოდებლად იმის შესახებ, თუ რა ხდება გულის შეტევამდე და მის შემდგომ. იმასაც ამბობენ, რომ ეფლის ხელსაწყოს ქარხნებშიც გამოიყენებენ და მაგალითად ხელოსნებს იატაკის დაგებას ასწავლიან. 

Apple Vision Pro ამ ეტაპისთვის 3 500 დოლარი ღირს… და როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ამ ხელსაწყოთი მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება?

„გაუწოდე დახმარების ხელი“ – მაკდონალდს საქართველომ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანია დაიწყო

Volkswagen ოჯახის იმ წევრს გვაცნობს, რომელსაც არაფერი ესმის