in ,

Apple-მა Apple Vision Pro-სთვის შექმნილი ფილმის თრეილერი გამოუშვა

ამბავი ასეთია — Apple ახალი ტერიტორიებისკენ ისწრაფვის ფილმით, რომელიც სპეციალურად Apple Vision Pro-სთვის შექმნა. ბრენდის პირველ იმერსიულ ფილმში მეორე მსოფლიო ომის სიუჟეტია ნაჩვენები და მაყურებელს ტორპედოს შემოტევაზე უყვება. რაღა თქმა უნდა, აქ ეფლის Immersive Video ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც იმგვარადაა შექმნილი, რომ თავი ჩვენც სიუჟეტის წევრად გვაგრძნობინოს. ეს, თავის მხრივ, 3D ვიზუალისა და სივრცითი აუდიოს ბრალია.

BOG
BOG

8K რეზოლუციის მქონე 3D ვიდეოში 180-გრადუსიან ხედვას იყენებენ და Apple Vision Pro-ს ულტრა რეზოლუციის micro-OLED ეკრანების სრულ პოტენციალს გვაჩვენებენ. თითქმის 23 მილიონი პიქსელით ეკრანები საოცარ ფერებსა და სიმკვეთრეს გვთავაზობს, ხოლო Spatial Audio-ს სისტემა ხმის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს. 

თავად Apple Vision Pro კი მომხმარებლებს ნებისმიერი სივრცის პერსონალურ კინოთეატრად ქცევისა და რეალურის მსგავს ვირტუალურ ელემენტებთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს, ახალ სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობასაც, თავისივე Environments-ის ფუნქციით. 

Submerged-ის დებიუტი ხვალ, 10 ოქტომბერს შედგება, თუმცა მანამდე თრეილერს შეგიძლიათ, უყუროთ:

 

Adobe-ს ახალი აპლიკაცია კრეატორებს საავტორო უფლებების დაცვაში დაეხმარება

„ბლეიზი“ – როგორ გარდაიქმნა „ორიენტ ლოჯიკის“ IT გუნდი დამოუკიდებელ კომპანიად