გიფიქრია, როგორ მივედით მარტივი ტეტრისიდან Apple Vision Pro-მდე?
წარმოიდგინე, სათვალეს მოირგებ და შენივე სმარტფონში აღმოჩნდები… Apple Vision Pro ეფლის პირველი (VR) მოწყობილობაა, რომელსაც ვირტუალურ სამყაროში გადავყავართ, თუმცა სხვა VR მოწყობილობებისგან განსხვავებით, ფიზიკური რეალობაც ჩვენთან რჩება.
Apple-ის ვირტუალური სათვალე, პირველი აიფონის გამოსვლასაც მოგვაგონებს — იწყება ერა, სადაც ინოვაციებთან მეტი სიახლოვე და სიახლეების სწრაფად შეთვისებაა გამოსავალი. სწორედ ამიტომ, ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის, ზუმერი ინოვაციების სადარაჯოზე დგას და ახალ მოწყობილობებს უფრო ხელშესახებს ხდის.
თუ Apple-ის ვირტუალურ რეალობაში შეღწევას შენც სულსწრაფად ლამობ, უახლესი Apple Vision Pro-ს საკუთარ თავზე მორგება ზუმერში უკვე შეგიძლია. ხმის, თითებისა და თვალების მარტივი მოძრაობით, ყველა აპლიკაცია შენი ხედვის არეალში აღმოჩნდება. სასურველ სივრცეს ვირტუალურ თეატრად გარდაქმნი და საყვარელ სერიალებს, გადაცემებსა და თამაშებს ჯერ არ ნახული ფორმატით ნახავ.
Apple Vision Pro-ს Apple-ის პირველი 3D კამერაც ხვდა წილად — წარმოიდგინე პირვანდელი სახით შენახული რჩეული მოგონება და მომენტები, რომლებსაც მრავალჯერ თავიდან შეიგრძნობ.
ახალი ხედვა ახალი შთაგონებების პოვნაში დაგეხმარება და შენი შესაძლებლობების არეალსაც გააფართოებს. ამ ისტორიული მოვლენის ნაწილი რომ გახდე, პორტალი ვირტუალური სამყაროსკენ უკვე სითი მოლის ზუმერშია და შეგიძლია, საქართველოში პირველმა გატესტო.
[R]