in

Apple VisionOS-ის პირველ ოფიციალურ დიზაინის ნაკრებს უშვებს

veon
veon

მართალია Apple-ის Vision Pro-ს დიდი ხანი ველოდით, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა, რადგან იგი ხელმისაწვდომი 2024 წელს გახდება… მანამდე კი მომხმარებლებსა და დეველოპერებს ინტრიგით ავსებს. 

თანაც მოწყობილობის საოპერაციო სისტემა visionOS საერთოდ არ ჰგავს იმას, რაზეც დეველოპერებს აქამდე უმუშავიათ. Apple-მა მათ დიზაინების საკუთარი სახლის 3D საზღვრებში შექმნა შესთავაზა, თუმცა, საბედნიეროდ, დაგვპირდა, რომ დეველოპერების ნაკრებს, სახელმძღვანელო წესებსა და სემინარებს ჩვენთვის არ დაიშურებდა.

ახლა აპლიკაციის ავტორებს visionOS-ის ვიზუალურ მხარეზე შეუძლიათ ფოკუსირება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ Vision Pro ხელმისაწვდომი არ არის. ოფიციალურად დიზაინის ნაკრების პირველი ვერსია Figma-სთვის გამოვიდა, რაც დიზაინერებს Spatial Computing-ის მაკეტებზე ოცნების საშუალებას მისცემს.

კოლექცია UI ელემენტებისგან, ხედებისგან სისტემური პროგრამებისგან, შრიფტებისგან, ფერებისა და სხვა მასალებისგან შედგება. Apple-ის თქმით, აქ ყველა ძირითადი ინგრედიენტია, რომელიც გჭირდებათ, რათა სწრაფად შექმნათ ძალიან რეალისტური visionOS აპლიკაციის დიზაინები.

საინტერესოა ისიც, რომ მანამდე Apple-მა თავისი დიზაინის ნაკრები Adobe XD-სთან თავსებადი გახადა, Figma კი ახლა მისი ახალი არჩევანია UI/UX პროტოტიპებისა და პროგრამების დიზაინისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ახალ ნაკრებს, მას Figma-ს ვებგვერდზე იხილავთ, iOS 17-ისა და iPadOS 17-ის დიზაინის რესურსების გამოშვების შემდეგ.

მომდევნო თვიდან კი დეველოპერებს Apple-ის ვებგვერდზე visionOS დეველოპერთა ნაკრებზე წვდომისთვის შეუძლიათ ჩაეწერონ…

Google-ის ახალი ტექნოლოგია „უსასრულო სელფებს“ ავტომატურად შექმნის

Youtube ვიდეოების სხვადასხვა ენაზე დუბლირებისთვის AI ხელსაწყოს ცდის