in

Apple ვირტუალური რეალობის სათვალის შექმნაზე მუშაობს

ახალ პროდუქტს სავარაუდოდ 2022 წლისთვის ვიხილავთ

veon
veon

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple ვირტუალური რეალობის (VR) სათვალის – “N301” მუშაობს. მას, როგორც დამოუკიდებელ მოწყობილობას, რომელიც ელემენტებზე მუშაობს, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის ვიხილავთ.

ახალი მოწყობილობის დიზაინში ქსოვილია გამოყენებული, რათა შეემცირებინათ მისი მასა,  რადგან ზოგიერთი ადრეული პროტოტიპი მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა და შედეგმაც არ გაამართლა. N301 თავისი ზომით Oculus Quest-ის მსგავსია.

როგორც ჩანს, ახალი პროდუქტის იდეალურობისთვის, კომპანია საუკეთესო ჩიპების შექმნაზეც მუშაობს, რომლითაც შემდგომ VR სათვალეს უზრუნველყოფს.

 

Heatbox – კონტეინერი, რომელიც საკვებს ორთქლზე ათბობს

ელენე გუჯეჯიანი – #პირველისამსახური