19
Dec
2019

„საქართველოს ბანკი“, მომხმარებელს, Apple Wallet-ით თანხის განაღდებას სთავაზობს 

19 Dec 2019

„საქართველოს ბანკი“, მომხმარებლისათვის, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple wallet-ით თანხის ბანკომატიდან გამოტანას ეხება.

„BOG მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს, მისივე საჭიროებებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას მომხმარებელს. დღეიდან, მათ უკვე აქვს შესაძლებლობა, უსაფრთხოდ, ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Wallet-ით გაანაღდონ თანხა. ამისთვის კი, საჭიროა მხოლოდ მობილური ტელეფონი მიუახლოოთ „საქართველოს ბანკის“ ბანკომატის უკონტაქტო წამკითხველს, აკრიფოთ შესაბამისი ბარათის პინ კოდი და მიჰყვეთ განაღდების სტანდარტულ სქემას“, – ამბობენ „საქართველოს ბანკში“.

მათივე თქმით, BOG-ის მომხმარებლებს ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Pay-ით არა მხოლოდ თანხის გადახდის, არამედ ნებისმიერ დროს, ბანკომატიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობაც აქვთ.

„თუკი მომხმარებელს ჯერ კიდევ არ აქვს Apple Pay, მას შეუძლია დაამატოს ბარათი Apple Wallet-ის აპლიკაციას და ისარგებლოს მისი ყველა უპირატესობით. გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც „საქართველოს ბანკის“ ახალი თაობის პროდუქტები გთავაზობს“.

განხილვა