13
Dec
2019

„თიბისის“ მომხმარებლები, მალე, თანხას Apple Wallet-ით გაანაღდებენ 

13 Dec 2019

„პირველად საქართველოში, „თიბისის“ მომხმარებლები თანხის ბანკომატიდან განაღდებას უკვე Apple Wallet-ით, ბარათის გამოყენების გარეშე შეძლებენ. ამ სიახლით, პირველი ბანკი ვართ ქვეყანაში, რომელიც Apple Pay-ს სრულფასოვან საგადახდო სისტემას ნერგავს“, – ამბობენ „თიბისის“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, ინოვაციური მომსახურება სულ მალე, წლის ბოლომდე ამოქმედდება და სერვისით „თიბისის“ ყველა ის მომხმარებელი ისარგებლებს, ვისაც Apple Pay აქვს. 

როგორც თავად ამბობენ, Apple Wallet -ით თანხის ელექტრონულად განაღდება, კიდევ უფრო დაზოგავს მომხმარებლის დროს და გაამარტივებს მათ ცხოვრებას.

„ Apple Pay-ს ინოვაციური სერვისი, „თიბისიმ“, მიმდინარე წლის სექტემბერში დანერგა და მობილური გადახდების პროცესი უფრო მარტივი და უსაფრთხო გახადა. Apple Pay ხელმისაწვდომია Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვინც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობებით, ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay.

 

განხილვა