19
May
2015

Apple Watch-ის პირველი ქართული აპლიკაცია

19 May 2015

hotoscopeApple-ის ონლაინ მაღაზიაში ახალი ქართული აპლიკაცია გამოჩნდა Daily Horoscope. აპლიკაცია შექმნილია Apple Watch-ისთვის, თუმცა მისი გადმოწერა iOS 8.2-ის მქონე iPhone/iPod/iPad მოწყობილობებზეცაა შესაძლებელი.

როგორც Marketer-ისთვის გახდა ცნობილი, Daily Horoscope დაწერა ქართველმა დეველოპერმა გიორგი შამუგიამ, “სინგულარ ჯგუფის” დამფუძნებელმა. გიორგი, Apple-ის მიერ შერჩეულ მსოფლიოს დეველოპერებს შორის მოხვდა. კომპანიამ ამ დეველოპერებს უფლება მისცა პირველად დაეტესტათ Apple Watch-ის პლათფორმა და მოწყბილობისთვის პირველი აპლიკაციები შეექმნათ. გიორგის მიერ დაწერილი აპლიკაცია Daily Horoscope Apple-ის ონლაინ მაღაზიაში მანამ ჩაეშვა სანამ კომპანია თავის ახალ მოწყობილობას Apple Watch-ის წინასწარ შეკვეთების პროცესს დაიწყებდა.

აპლიკაცია უფასოა, და ქართველ მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად გადმოწოეროს Apple-ის ონლაინ მაღაზიიდან

daily horoscope

განხილვა