in

Apple-მა Apple Watch Series 6 წარადგინა, რომელსაც სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრა შეუძლია

veon
veon

რამდენიმე წუთის წინ, 15 სექტემბრის ღონისძიებაზე Time Flies Apple-მა Apple Watch Series 6 წარადგინა. მართალია, რომ საათს წინამორბედების მსგავსი დიზაინი აქვს, თუმცა მას მათგან ბევრი ახალი ფუნქცია და სენსორი განასხვავებს. ყველაზე შთამბეჭდავი კი, ალბათ, ისაა, რომ მას სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრა 15 წამში შეუძლია (შეგახსენებთ, რომ სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრა კორონავირუსის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია). აღსანიშნავია, რომ ახალი საათი ამას წითელი და ინფრაწითელი ნათების დახმარებით ახერხებს. კომპანიის თქმით, ამ ტექნოლოგიის დასანერგად მათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ითანამშრომლეს და მნიშვნელოვანი კვლევების შედეგები გაითვალისწინეს. ამ ეტაპზე კი, კომპანია ცდილობს შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, იმისათვის, რომ დაადგინოს, სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრის ფუნქციით, ახალი საათი შეძლებს თუ არა მომხმარებლის COVID-19-ით ინფიცირებულობის დადგენას.

მოდელში გაუმჯობესებულია ძილის მონიტორინგის სისტემა და ახალ, S6 პროცესორზე მუშაობს, რაც წინამორბედთან შედარებით, 20%-ით უფრო სწრაფი მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. მოწყობილობა ოპერაციულ სისტემა watchOS 7-ზე იმუშავებს, რომელიც Apple-მა რამდენიმე თვის წინ, დეველოპერების კონფერენცია WWDC-ზე წარადგინა. მასში კი ახალი ფიტნეს და ხელების დაბანის მაკონტროლებელი აპლიკაციაა ინტეგრირებული.

Series 6 ოქროსფერ, ლურჯ, ნაცრისფერ და წითელ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, Apple-მა განსხვავებული დიზაინის Series 6 წარადგინა, რომელსაც Solo Loop ეწოდება და სილიკონისგანაა შექმნილი. მას არ აქვს შესაკრავი და მოსახერხებელია ცურვის დროსაც.

Apple-მა Watch-ისთვის ახალი ფუნქცია – Family Setup დაანონსა, რომელიც მშობლებს შესაძლებლობას მისცემს შვილების საათები აკონტროლონ, იმ შემთხვევაშიც, თუ ბავშვს ცალკე iPhone არ აქვს. მშობლები შეძლებენ იმის კონტროლს, თუ ვის წერს, ან ურეკავს შვილი.

შემოდგომის ლეგენდა 2020 იწყება!

Apple-მა ახალი iPad Air წარადგინა