in

Apple Watch-ს სისხლში შაქრის დონის გასაზომი სენსორი ემატება

მას გამოიყენებენ როგორც ოფიციალურ ტესტირებაში, ასევე დიაგნოზის დასმისთვის და მკურნალობაში

veon
veon

Apple Watch-ის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ჯანმრთელობის პროგრამებია და ამიტომაც, ბუნებრივია, უკვე დიდი ხანია მის განვითარებასთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვაგვარი მოლოდინი არსებობს. ახლა კი ირკვევა, რომ საათს დაემატება სისხლში შაქრის დონის გაზომვის ფუნქცია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ სამედიცინო ფუნქციების დამატების მხრივ თავის შეკავება უკეთესი იქნებოდა, რადგან “Food and Drug Administration”-ს შესაძლოა, შეეფერხებინა ინოვაციის განვითარება, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს მიდგომა მალევე შეიცვალა.

სისხლში შაქრის გაზომვის სენსორი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის (მაგალითად, ამერიკელთა 10% -ზე მეტს აქვს დიაბეტი). მას გამოიყენებენ როგორც ოფიციალურ ტესტირებაში, ასევე დიაგნოზის დასმასა და მკურნალობაში.

როგორც ჩანს, Apple Watch ერთადერთი საათი არ არის, რომელიც ჩვენს სისხლში გლუკოზის დონეს განსაზღრავს – Samsung Electronics თავის ახალ, ჭკვიან საათში მოათავსებს ოპტიკურ სენსორს, რომელიც ხელს შეუწყობს დიაბეტიანთა ჯანმრთელობის მართვას. შესაბამისი პატენტის ტექნოლოგიის დაცვით, კომპანია აქცენტს აკეთებს საიმედოობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.

როგორ ცვლის ბრენდისადმი დამოკიდებულებას სწორი CSR? – შვედური კომპანიის მაგალითი

2020 წლის შეფასება და სამომავლო გეგმები – ინტერვიუ „ირაოს“ გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ დეკანოსიძესთან