in

Apple Watch-მა ქალის სიცოცხლე იშვიათი, მომაკვდინებელი სიმსივნისგან გადაარჩინა

veon
veon

Apple Watch-ს ბევრი მომხმარებელი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ყიდულობს. მათ შორისაა 67 წლის კიმ დარკი, რომელსაც საათმა წინაგულების ფიბრილაციის შესახებ ამცნო. ეს სამჯერ განმეორდა. ვინაიდან ქალს სხვა სიმპტომები არ ჰქონდა, საათის ჩვენებაში ეჭვი შეეპარა, მაგრამ გადაწყვიტა, გადასამოწმებლად ექიმთან წასულიყო, საათს კი მოგვიანებით გადააგდებდა, თუ სიგნალი ცრუ აღმოჩნდებოდა.

როგორც აღმოჩნდა, საათი სულაც არ ტყუოდა. მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს ექიმები წინაგულების ფიბრილაციას მიქსომას, იშვიათ, სიცოცხლისთვის საშიშ სიმსივნეს უკავშირებენ, რომელიც გულში სისხლის ნაკადს ბლოკავს. პაციენტის გადასარჩენად მათ 5-საათიანი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ორგანიზმიდან 4-სანტიმეტრიანი წანაზარდი ამოკვეთეს. 11 დღის საავადმყოფოში გატარების შემდეგ კი კიმი სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნდა სახლში.

რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple Watch-მა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. იანვარში Apple-მა გამოუშვა რეკლამა, რომელშიც ნაჩვენები იყო იმ ადამიანების რეალური ხმების ჩანაწერები, რომლებიც 911-ს სწორედ ამ მოწყობილობის მეშვეობით უკავშირდებოდნენ, საგანგებო სიტუაციების დროს. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნამდვილად საშინელი კატასტროფების წინაშე იმყოფებოდნენ — მაგალითად, წყალში ჩავარდნილ მანქანაში მყოფი მამაკაცი.

რჩევები ხელნაკეთი ნივთების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გასაყიდად

რას ასახავს ფედერიკა სალას „ღიმილიანი” სკულპტურა?