4
Sep
2019

ახალ Apple Watch-ს ძილის კონტროლის ფუნქცია ექნება

4 Sep 2019

veon
veon


10 სექტემბერს, Apple სპეციალურ ღონისძიებაზე iPhone 11-თან ერთად ახალ Apple Watch-საც წარადგენს. ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ახალ Apple Watch-ს ძილის კონტროლის ფუნქცია ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, Apple-ის მიერ წარმოებულ სხვა მოწყობილობებზეც თუ გავრცელდება ეს ცვლილება.

Apple Watch თქვენი ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს ვიბრაციის გაზომვის (აქსელერომეტრი) შედეგად დააკვირდება. ის შეისწავლის თქვენს მოძრაობას ძილში. სამომავლოდ კი, სავარაუდოა, რომ Apple გულისცემისმზომ სენსორსაც დაამატებს. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს სპეციალური მიკროფონის გამოყენებასაც, იმისათვის, რომ ძილის განმავლობაში, თქვენი ხმა ჩაიწეროს. სახალისოა, თუმცა მათთვის, ვინც ძილში ბოდავს, შესაძლოა, ახალი, მათთვის უცნობი სამყარო გაიხსნას. გაღვიძების შემდეგ კი, თქვენი ძილის ხარისხი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეგიძლიათ აპლიკაცია Health-ში, თქვენს iPhone-ში შეამოწმოთ. კომპანიის ცნობით, ახალ Apple Watch-ს ამისთვის აპლიკაცია Sleep დაემატება. 

გარდა ამისა, iPhone-ის მომხმარებელთა უმეტესობა იყენებს მის მაღვიძარას. ახალი Apple Watch მაღვიძარას ფუნქციასაც შეითავსებს. რაც შეეხება ელემენტს, ის გამოგიგზავნით შეტყობინებას, თუ ძილის კონტროლისთვის საჭირო ენერგია არ აქვს. შეგახსენებთ, რომ iPhone 11-ს უკაბელო დატენვის ფუნქცია ექნება და მეტიც, Apple Watch-ის დასატენად მხოლოდ საათის მობილურზე დადება დაგჭირდებათ.

განხილვა