in

მალე Apple Watch-ს შეხების გარეშე გააკონტროოლებთ!

AssistiveTouch პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მეშვეობით გახდება ხელმისაწვდომი

Apple-მა გუშინ ახალი ხელმისაწვდომი ფუნქციების სია წარადგინა, მათ შორის AssistiveTouch, რომელიც Apple Watch-ისთვის არის განკუთვნილი – ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საათი შეხების გარეშე აკონტროლონ!

მანქანური სწავლების დახმარებით, საათის გიროსკოპი, აქსელომეტრი და გულისცემის სენსორი შეძლებს, კუნთების მოძრაობისა თუ მყესის აქტივობა დააფიქსიროს – ყოველი წინასწარ განსაზღვრული მოძრაობა ერთგვარი კოდური ჟესტია, რათა საათმა შესაბამისი ოპერაცია შეასრულოს. მაგალითად, შემომავალი ზარის დროს, თუ მუშტს ორჯერ შეკრავთ, ავტომატურად უპასუხებთ ზარს.

საგულისხმოა, რომ AssistiveTouch ფუნქცია მომხმარებლებს, რომლებსაც კიდურების პრობლემები აქვთ, მნიშვნელოვნად გაუადვილებს სმარტფონთან ურთიერთქმედებას.

როგორც კომპანია აცხადებს, AssistiveTouch პროგრამული უზრუნველყოფის განახლების საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი. ის, სავარაუდოდ, watchOS 8-ის ნაწილი იქნება, რომლის გამოჩენასაც შემდგომ თვეში ელიან.

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, პარაპლანით ინტეგრირებული ფრენა გაიმართა

„19 წლის ასაკში გადაწყვეტილება მივიღე, სამსახური დამეტოვებინა და ჩემი კომპანია დამეფუძნებინა“ – გივი ბერიძე