13
სექ
2017

Apple Watch-თან სმარტფონის დაკავშირება საჭირო აღარ არის! – ბრენდის ბოლო პროდუქტი გაუმჯობესებული ფუნქციებით

13 სექ 2017

ორი სმარტფონი ერთადერთი სიახლე არ ყოფილა, რითაც Apple-მა თავისი მომხმარებელი გაახარა, კომპანიამ ახალი მაჯის საათის პრეზენტაციაც გამართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ბრენდმა ახალ საათს დაუმატა, ის არის, რომ დასარეკად და შეტყობინების მისაღებად თან სმარტფონის ტარება საჭირო აღარ არის. Apple-მა სიახლის რეკლამირებისთვის უკვე ორი ვიდეორგოლი გამოუშვა. ერთი, ტრადიციული სერფინგის დროს გადაღებული ვიდეო, რომელიც ხაზს უსვამს პროდუქტის წყალგამძლეობას და აჩვენებს ახალ ფუნქციებს.

 

მეორე ვიდეორგოლი უკვე უშუალოდ მომხმარებლის დამოკიდებულებას ასახავს. 2 წუთის განმავლობაში, Apple-ის მაჯის საათის მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ყველა იმ მნიშვნელოვან თვისებას უსვამენ ხაზს, რისი მეშვეობითაც მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა და კომპანიას ამისთვის მადლობასაც უხდიან.

 

განხილვა