როგორია გიჟურ პროექტზე მუშაობის პროცესი, როდესაც დროში ძალიან ძალიან ძალიან შეზღუდული ხარ? ამ გუნდმა ეს კარგად იცის, ისინი ხომ Apple-ის ლეგენდარული რეკლამა The Underdogs-ის გმირები არიან – ადამიანები, რომლებმაც სულ მოკლე დროში შეძლეს ურთულეს ამოცანასთან გამკლავება. ამჯერად, გუნდს არსებულ რეალობაში, სახლიდან მუშაობის პირობებში უწევს ბრეინსტორმინგიც, პროექტის მომზადებაც, სახლის საქმეების კეთებაც, სახლის გამოწვევებთან გამკლავებაც და საქმის ბოლომდე მიყვანაც. ნახეთ Apple-ის ვიდეორგოლი, რომელიც ალბათ ზედმიწევნით ზუსტად ასახავს იმ სევდანარევ ხალისიან და გამოწვევებით სავსე მომენტებს, რაც სახლიდან მუშაობასთანაა დაკავშირებული.
როგორია სახლიდან მუშაობა, როცა პროექტის დედლაინი ახლოვდება? – Apple-ის კამპანიის გაგრძელება












