in ,

რას ველოდებით 22 ივნისს, Apple-ის დეველოპერების კონფერენციიდან და როგორ ვუყუროთ მას

Apple-ის დეველოპერების კონფერენცია WWDC 22 ივნისს, თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება. ეს იქნება პირველი მთლიანად ციფრული ფორმატი ამ ღონისძიებისთვის. აღსანიშნავია, რომ 22 ივნისის პრეზენტაცია ყველასთვისაა და იმ მთავარ სიახლეებს მოიცავს, რომელსაც Apple მიმდინარე, ან შემდეგი წლის განმავლობაში პროგრამული თუ სხვა ტიპის განახლებების სახით შემოგვთავაზებს. თუმცა, მთავარი პრეზენტაციის მიღმა, WWDC დეველოპერებისთვის 26 ივნისამდე გაგრძელდება და მათ უფასოდ ეძლევათ შანსი Apple-ის მიერ ორგნიზებულ და კომპანიის ინჟინრების მიერ ჩატარებულ სხვადასხვა ვორქშოპსა თუ ლექციას დაესწრონ. აღსანიშნავია, რომ აქამდე, დეველოპერებს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი $1,599 უჯდებოდათ, 2020 წელს, ღონისძიების ონლაინ ფორმატი მათთვის WWDC-ს ბილეთს უფასოდ ხდის ხელმისაწვდომს. მეტი ინფორმაციისთვის დეველოპერები შემდეგ ბმულს უნდა ეწვიონ.

პრეზენტაციისთვის თვალის მიდევნება შემდეგ YouTube ბმულზე შეგიძლიათ:

მიუხედავად იმისა, რომ WWDC დეველოპერული ღონისძიებაა, მისგან პროგრამულთან ერთად, მოწყობილობებთან დაკავშირებულ სიახლეებსაც ველოდებით. როგორც ამბობენ, ეს შეიძლება იყოს ახალი Mac, გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ AirTag-ების შესახებაც მეტ დეტალს გავიგებთ. აქამდე მხოლოდ ის ვიცით, რომ AirTag იქნება მოწყობილობა, რომელსაც სხვადასხვა ნივთზე დავკიდებთ, ნივთის დაკარგვის შემთხვევაში კი მის პოვნას მოწყობილობის (ლოკაციის) დახმარებით შევძლებთ.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე წელს Apple-მა უკვე წარადგინა iPhone SE, iPad Pro და ახალი MacBook Pro, 22 ივნისის ღონისძიებისგან ბევრ ახალ მოწყობილობას არ უნდა ველოდოთ. ხოლო ის, რასაც დანამდვილებით ველით, არის მეტი და ოფიციალური ინფორმაცია iOS 14-ზე, iPadOS 14-ზე, macOS 10.16-სა და watchOS 7-ზე. გარდა ამისა,  Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple სწორედ ამ ღონისძიებაზე განაცხადებს ოფიციალურად, რომ კომპანია Intel-ის პროცესორებიდან საკუთარი წარმოების ARM არქიტექტურის პროცესორებზე გადადის.

უყურეთ Lions Live-ს პირდაპირ Marketer-ზე!

როგორია თანამშრომლების შეფასების ყველაზე ადეკვატური სისტემა, დღეს?