Apple-მა მიმდინარე წლის მეორე ვირტუალურ მსოფლიო დეველოპერების კონფერენციას უმასპინძლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება WWDC, იგივე Wordlwide Developers Conference, დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე გაიმართება.
როგორც ცნობილია, კომპანია მნიშვნელოვან სიახლეებს წარმოგვიდგენს iOS-თან, iPad OS-თან და macOS-თან დაკავშირებით.
- iOS 15-ის თვალსაზრისით, მთავარი ცვლილებები შეტყობინებებსა და iMessage-ს შეეხება, რომელთა მეშვეობითაც აპლიკაციები უფრო “სოციალური გახდება”. მომხმარებლები შეძლებენ, ისინი სხვადასხვა რეჟიმებს მოარგონ, როგორიცაა სამსახურის, ძილის ან მართვის.
- iPadOS 15-ში კი ბევრი ცვლილებებია მოსალოდნელი – ამ ეტაპზე ცნობილია მთავარი ეკრანის ცვლილება და ვიჯეტების სასურველ ადგილას განთავსების შესაძლებლობა.
- MacOS, WatchOS 8-ისა და TVOS 15-ის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველია, თუმცა, როგორც ამბობენ, კომპანია ახალი სისტემის, HomeOS-ის გამოშვებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ახალი MacBook Pro-ებიც ვიხილოთ, რომლებიც M1 ჩიპებზე გაცილებით ძლიერ ახალ პროცესორზე იმუშავებს. ასევე, ახალ მოდელებს HDMI პორტის, SD Card-ისა და USB-C პორტების მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება Touch Bar-ს, მას ძველი სტილის ღილაკები ჩაანაცვლებს.
კონფერენციის პირდაპირ ეთერში ყურებას კომპანიის ოფიციალურ YouTube არხზე შეძლებთ.