in

რა სიახლეები გავიგეთ Apple WWDC 2024-დან?

Apple-ის ყოველწლიური Worldwide Developers Conference (WWDC) 2024 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ვიცით მრავალი ახალი ფუნქციისა და განახლების შესახებ. ამიტომ, ახლა სწრაფად გადავავლოთ თვალი ყველა იმ სიახლეს, რომელზეც ბრენდმა კონფერენციაზე ისაუბრა:

Apple Intelligence

თავის ახლად გამოშვებულ ოპერაციულ სისტემებს iOS 18-ს, iPadOS 18-ს, macOS Sequoia-სა და watchOS 11-ს სუპერ ძალებს მატებს AI-ით, რომელიც ამჯერად Apple Intelligence-ის შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს. ფუნქციები მომხმარებელთა ინტერაქციების გასაუმჯობესებლადაა შექმნილი, დაწყებული ელ.ფოსტების შეჯამებებით და დამთავრებული ადამიანების AI ფოტოების შექმნით.

Siri Makeover

მნიშვნელოვანი განახლებაა ეფლის ხმოვან ასისტენტში, რაშიც ChatGPT-ის ინტეგრაცია იგულისხმება, რომლის უკანაც, თავის მხრივ, OpenAI-ის GPT-4 და სხვა გენერაციული AI მოდელები დგას. ელიან, რომ ეს Siri-სა და ეფლის სხვა აპლიკაციებში ჩეტბოტის გამოცდილებას გააუმჯობესებს და ინტერაქციებს მეტად ბუნებრივს გახდის. 

Collaboration with OpenAI

არც მეტი, არც ნაკლები, ეფლი OpenAI-სთან იწყებს თანამშრომლობას — მომხმარებლები მასზე წვდომას უფასოდ მიიღებენ, ექაუნთის შექმნის გარეშე. ChatGPT-ის გამომწერებს თავიანთ ექაუნთებთან დაკავშირება შეეძლებათ, ამასთან წვდომასაც მიიღებენ ფასიან ფუნქციებზე.

Genmoji

ემოჯები მალე, შესაძლოა, გენერაციული AI-ით გაკეთდეს, რაც მომხმარებლებს საკუთარი თავის უფრო კრეატიულად გამოხატვის საშუალებას მისცემს. 

VisionOS 2

განახლებები Apple Vision Pro-ს ოპერაციულ სისტემასაც შეეხო. Vision Pro-ს მფლობელებს მალე შეეძლებათ 2D სურათების სივრცულ ფოტოებად გარდაქმნა, რათა პანორამული ხედებით დატკბნენ.

Vitals Monitoring on Apple Watch

ახალი Vitals-ის აპლიკაცია მომხმარებლებს გულისცემის, სუნთქვის სიხშირის, მაჯის ტემპერატურის, ძილის ხანგრძლივობისა და ამ დროს სისხლში ჟანგბადის დონის მონიტორინგში დაეხმარება. WatchOS-ს კი დამატებითი ფუნქციები ახლავს ორსული და ფიტნეს მომხმარებლებისთვის.

Text Scheduling

მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ტექსტური შეტყობინებების კონკრეტულ დროსა და თარიღში გაგზავნა. 

New Password Manager

ახლა უკვე ეფლს საკუთარი პაროლების მენეჯერი აპლიკაციაც აქვს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ მიიღონ წვდომა პაროლებზე, მესამე მხარის ხელსაწყოების გარეშე. 

Safari AI Revamp

თუ ეფლს დავუჯერებთ, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ბრაუზერია, რომელსაც ახლა Highlights ემატება — მარტივი გზა ინტერნეტში ინფორმაციების აღმოსაჩენად. Reader-იც განახლდება და მომხმარებლებს სტატიის გამარტივებულ ხედვას შესთავაზებს.

Topographic Maps in Apple Maps

Maps-ის აპლიკაციას კი ტიპოგრაფიული რუკები ემატება, რითაც მომხმარებლებისთვის ნავიგაციისა და კვლევის პროცესი გაუმჯობესდება. 

Answering Calls via AirPods

AirPods-იც დააჭკვიანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უკვე თავის დაქნევით შეეძლებათ ზარზე პასუხი.

Smart Script in iPad

ეს ახალი ფუნქცია Apple Pencil-ის გამოყენებისას თქვენს ნაწერს უფრო სუფთად აქცევს, ვიზუალურად დახვეწავს და მარტივად წაკითხვადს გახდის.

Calculator for iPad

როგორც იქნა, iOS-ის კალკულატორის აპლიკაცია უფრო დიდ ეკრანს დაემატება. ამას თან ახლავს ახალი Math Notes-ის ფუნქცია, რომელიც თქვენთვის მათემატიკურ გამოთვლებს გაამარტივებს.

Messages via Satellite

თითქმის ისე მუშაობს, როგორც ეფლის SOS ფუნქცია. ოღონდ ამ შემთხვევაში, როცა სიგნალი არ იქნება, მომხმარებლებს დამატებითი შესაძლებლობა ექნებათ, რომ მონაცემების გადასაცემად თანამგზავრი იპოვონ, ამისთვის უბრალოდ ტელეფონი სწორი მიმართულებით უნდა ეჭიროთ.

Photos app

ეფლმა ახალი Photos app-ის შესახებაც განაცხადა, რომლებიც მომავალ iOS-ში გამოჩნება. ნავიგაციის, ორგანიზებისა და სხვა მრავალი ახალი ფუნქცია აქვს, რომელიც თქვენი საყვარელი ფოტოების მოძებნის პროცესს გაამარტივებს.

და თუ Worldwide Developers Conference (WWDC) 2024-ის სრულად ნახვა გსურთ, ქვემოთ ეფლის ვიდეოს დაგიტოვებთ:

თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა

Crystal Group „Ecofest 2024“-ის ოქროს სპონსორია