in

Apple-მა, კიმ კარდაშიანთან ერთად, ყურსასმენები გამოუშვა

veon
veon

ამბავი ასეთია — Apple-ის შვილობილი კომპანია Beats by Dre უკვე მეორედ თანამშრომლობს კიმ კარდაშიანთან. თუმცა სანამ ამ უკანასკნელზე მოგიყვებით, შეგახსენებთ, რომ 2022 წელს Beats-მა, კარდაშიანთან ერთად, Beats Fit Pro-ს ფერები შემოგვთავაზა, რაღა თქმა უნდა, ნეიტრალური ტონებით. 2 წლის შემდეგ კი ისინი კვლავ აახლებენ თანამშრომლობას. ამჯერადაც Beats Studio Pro-სთვის ნეიტრალურ ფერებს გვთავაზობენ — Moon-ის, Dune-ისა და Earth-ის სახით:

ზუსტად ისე მუშაობს, როგორც სტანდარტული მოდელები, აერთიანებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა Active Noise Cancellation &Transparency, Personalized Spatial Audio და Lossless Playback USB-C. რაც შეეხება ბატარეის ხანგრძლივობას, 40 საათამდე იმუშავებს…

როგორც ხედავთ, Beats Studio Pro-სა და კარდაშიანის შეზღუდული გამოცემა სამ ყურსასმენს მოიცავს. კარგი კი ის არის, რომ მათი შეძენა 349.99$-ად უკვე შესაძლებელია

 

„ნეიროპილოტი“ – სტრესის მართვის ქართული VR ტექნოლოგია, რომელმაც იაპონიის ღია ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვა

„აგროსფეროს“ ხორბლის ადგილობრივი წარმოება და სათესლე მასალის მრავალფეროვანი ასორტიმენტი