in ,

როგორ მიდის Apple-ისა და MLS-ის თანამშრომლობა?

Major League Soccer (MLS) გუშინ გაიხსნა თამაშით, რომელშიც ლიონელ მესიმ და მაიამის ინტერმა მიიღო მონაწილეობა. ვარდისფერ ფორმებში გამოწყობილი მოთამაშეები Real Salt Lake-ს დაუპირისპირდნენ, ანგარიში კი 2:0 დასრულდა — ეს გლობალური სტრიმინგი კი Apple-თან 2.5 მილიარდ დოლარიანი გარიგების ნაწილია. სწორედ ამიტომ, Apple-მა ახალი რეკლამა You’ve Never Seen MLS Like This შემოგვთავაზა მესის, კუჩო ჰერნანდესის (Columbus Crew), რომან ბურკის (St. Louis City FC) ჰენი მაქთარის (Nashville SC) და ბენჟამინ ქრიმაშის (Inter Miami CF) მონაწილეობით. 

ამას მოჰყვა თიზერებიც, რომელთაგანაც ერთ-ერთი კვლავ მესიზე იყო ფოკუსირებული:

ეფლის Beats by Dre-ც შეუერთდა შოუს, თუმცა ამჯერად სპორტსმენებზე მორგებული დიზაინით. როგორც ვიგებთ, Beats ყურსასმენებს MLS-ის რვა კლუბისთვის ამზადებს, ესენია Atlanta United, Columbus Crew, Inter Miami, Los Angeles FC, Nashville SC, New York City FC, St. Louis City SC და Toronto FC. აღსანიშნავია ისიც, რომ MLS-ის მოთამაშეები Beats-ის კამპანიებშიც ხშირად შეგვხვდებიან, რადგან ბრენდი ლიგის სამომხმარებლო აუდიო პროდუქტების ოფიციალური პარტნიორია.

მესის რომ დიდი გავლენა ჰქონდა მაიამის ინტერის შემოსავლებზე, ესეც უნდა ვთქვათ — ვარაუდობენ, რომ 2024 წლის შემოსავალი 200 მილიონი დოლარი იქნება, ეს კი სამჯერ მეტია მესიმდე არსებულ მაჩვენებელზე. ბუნებრივია, Apple-ისთვის ეს ფაქტი Apple TV-ის გაზრდილ საერთაშორისო გამოწერებს ნიშნავს. თანაც, როგორც განაცხადეს, MLS-ის დიდ თამაშებს 1 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს… 

ამგვარად, დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ Apple აქტიურად იზრუნებს MLS-ის საკუთარ მარკეტინგულ კამპანიებში ჩართვაზე, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ინვესტიციისგან. ეს კი ნაცნობი სტრატეგია იქნება ყველასთვის, ვინც მისი Super Bowls-ის მიდგომა შეამჩნია, იქნება ეს Season Pass-ის რეკლამის, Beats-ის გარიგებისა თუ Apple Music-ის კონკრეტულ ფლეილისტებთან შეერთების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. დოკუმენტური სერიებიც კი შექმნა — Messi Meets America…

Autogallery-მ საქართველოში Zeekr-ის ბრენდის ელექტრომობილი შემოიყვანა

CRYPTAL – ახალი ლიცენზიით ახალ გზებზე