in

Apple ყოველ სამ კვირაში ერთხელ ახალ კომპანიას ყიდულობს

მათი უმეტესობა ტექნოლოგიებისა განვითარებაზეა ორიენტირებული

როგორც Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ ქუქი ამბობს, კომპანიამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 100-მდე კომპანია შეისყიდა. კომპანიებს შორის უმეტესობა ტექნოლოგიებისა განვითარებაზეა ორიენტირებული

ბოლო ათწლეულში Apple-ის უდიდეს შენაძენს Beats Electronics, ყურსასმენების მწარმოებელი კომპანია იყო, რომელიც რეპერმა და პროდიუსერმა Dr Dre-მ დააფუძნა. ამისათვის “ეფლმა” 3 მილიარდი დოლარი გაიღო. ამას მოჰყვება არანაკლებ გახმაურებული შესყიდვა – 2018 წელს კომპანიამ Shazam 400 მილიონ დოლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ “ეფლი” უმეტესად პატარა ტექნოლოგიური ფირმების შესყიდვაზეა ფოკუსირებული, რათა მათი ინოვაციები საკუთარ პროდუქტს მოარგოს. ამის ნათელი მაგალითია PrimeSense, ისრაელის 3D გადამცემის კომპანია, რომელმაც FaceID-ის განვითარებას შეუწყო ხელი. ასე Apple-მა ინვესტიცია ჩადო უკანა მხარის ტექნოლოგიაში (back-end technology), რაც ასეთი ცხადია iPhone-ისა და Macbook-ის მომხმარებლებისთვის.

თვითმართვადი ტექნოლოგიები, პოდკასტი და სხვა

Apple-ის მიერ შესყიდულ კომპანიებსა და ინვესტიციებს შორის საკმაო მრავალფეროვნებაა. კომპანიამ გასულ წელს ხელოვნური ინტელექტის (AI) რამდენიმე კომპანია, ვირტუალური რეალობის ბიზნესი, გადასახადების სტარტაპი და პოდკასტების ბიზნესი შეისყიდა.

2019 წელს კი შეისყიდა Drive.ai, კომპანია, რომელიც თვითმართვადი სისტემების შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მიზეზი და მიზანი ცხადია – Apple-ს თვითმართვად ტექნოლოგიებში საკუთარი პოზიციის განმტკიცება სურს.

მართალია, “ეფლი” შესყიდვების განსახორციელებლად რესურსებს არ ზოგავს, თუმცა როგორც ჩანს, ის საკმაოდ “წუნიაა”, როდესაც საქმე არჩევანს ეხება. მაგალითად, ილონ მასკი იხსენებს, რომ ტიმ ქუქთან მოლაპარაკება სცადა, ელექტრომობილების ბიზნესის შესაძენად. ქუქმა კი შეხვედრა არ ისურვა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, კიდევ რა შენაძენს გააკეთებს ტექნიკური გიგანტი.

ლიანა მეტრეველი – #პირველისამსახური

McDonald’s-ის ამ რეკლამაში ყველა ტირის…