ისეთი მხიარული, აქტიური და თავგადასავლებით სავსე ზაფხულისთვის, რომელზეც ალბათ ყველა ვოცნებობთ, ერთ–ერთი საუკეთესო აქსესუარი Apple–ის მაჯის საათია და ამაში ბრენდმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თავისი არაჩვეულებრივი სარეკლამო ვიდეორგოლით. მართალია, რგოლი საოცრად ეფექტური, ფერადი და მრავალფეროვანია, მაგრამ კრიტიკოსებს ერთი დეტალი მაინც არ გამოპარვიათ. პროდუქტს, რომელიც მომხარებელს ბევრ რამეს კარნახობს, თემატურ მუსიკალურ ფონად Beyoncé–ს სიმღერა “Freedom” აფორმებს. ვისთვის კარნახი, უმეტესობისთვის კი დახმარება, ასეა თუ ისე, Apple Watch ის პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებში საკმაოდ დიდი სიმპათიით სარგებლობს, ამ მოწონებას კი ახალი სარეკლამო რგოლი კიდევ უფრო გაამძაფრებს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=74&v=BNpiwOkKIJ8