in

Apple-მა გაყიდვებით Samsung-ს გადაუსწრო!

კომპანიის შემოსავლების ზრდა iPhone 12-ის დამსახურებაა

veon
veon

iPhone 12-ის პოპულარობის წყალობით, Apple-მა, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, Samsung-ს გადაუსწრო. ბაზრის სადაზვერვო ფირმა Gartner-ის განცხადებით, “ეფლის” წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა, ხოლო “სამსუნგის” გაყიდვები 11.8%-ით შემცირდა.

5G iPhone 12 სერია კი გადამწყვეტი აღმოჩნდა ორ კომპანიას შორის “ბრძოლაში”. Apple-მა გლობალური სმარტფონების გაყიდვაში ნომერ პირველი ადგილი დაიკავა. ბოლოს ეს 2016 წელს მოხდა. მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა, Samsung-მა, მთელი წლის შედეგებში,  სმარტფონების მწარმოებლის N1 გლობალური პოზიცია შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ iPhone 12-ის გაყიდვები კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, Apple-ს გლობალური ჩიპების დეფიციტი რომ არ განეცადა. “კორონავირუსის პანდემია, სოციალური დისტანცია ქარხნებში, პლანშეტების, ნოუთბუქებისა და ელექტრომობილების მხრიდან კონკურენციის გაზრდა სმარტფონის კომპონენტების მიწოდების უკიდურეს პირობებს ქმნის” – ამბობს ნილ მაუსტონი, Strategy Analytics– ის ანალიტიკოსი. მისი შეფასებით, ბოლო სამიდან ექვსი თვის განმავლობაში სმარტფონის საკვანძო კომპონენტებზე, როგორიცაა მაგალითად, ჩიპები, ფასები 15%-ით გაიზარდა.

Xiaomi-ს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში და ახალი ფილიალი „ისთ ფოინთში“

როგორია მომავალი შენს მაჯაზე? – Apple Watch-ის რეკლამები