in

Apple-მა კლასიკური მუსიკის სერვისი Primephonic შეისყიდა!

ერთობლივი აპლიკაცია მომავალი წლისთვის ჩაეშვება მოხმარებაში

veon
veon

Apple-მა ცნობილი კლასიკური მუსიკალური სერვისის Primephonic-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ეს უკანასკნელი შესანიშნავ გამოცდილებას გვთავაზობს პრემიუმ კლასიკური აუდიოსთვის – ოპტიმიზირებული ძებნისა და დათვალიერების მახასიათებლებით, საგულდაგულოდ შერჩეული რეპერტუარითა და ჩანაწერების ფართო კონტექსტური დეტალებით.

Primephonic-ის დამატებით, Apple Music-ის მომხმარებლები კლასიკური მუსიკის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გამოცდილებას მიიღებენ. უახლოეს თვეებში მათ შესაძლებლობა ექნებათ, სერვისის საუკეთესო ფუნქციები მიიღონ, მათ შორის კლასიკური მუსიკის მეტამონაცემების დეტალური ჩვენება და სხვა უპირატესობები.

“ჩვენ ძალიან გვიყვარს კლასიკური მუსიკა და დიდ პატივს ვცემთ მას. Primephonic კი კლასიკური მუსიკის მოყვარულთა ფავორიტია. ამიტომაც, ახალ, უნიკალურ მახასიათებლებს სწორედ მასთან ერთად დავნერგავთ” – ამბობს ოლივერ შასერი, Apple Music and Beats-ის ვიცე-პრეზიდენტი.

სიახლეს ეხმიანება Primephonic-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტომას სტეფენსი – “მუსიკოსებს უყვართ ჩვენი სერვისი, ახლა კი შესაძლებლობა გვაქვს, ეფლს შევუერთდეთ და მილიონობით მსმენელს საერთო გამოცდილება მივაწოდოთ”. აპლიკაცია სწორედ იმის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, რომ კლასიკური მუსიკა მომავალ თაობებშიც აქტუალური იყოს.

Primephonic ამ ეტაპისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი. Apple Music გეგმავს, კლასიკური მუსიკის სპეციალური აპლიკაცია მომავალი წლისთვის გამოუშვას, რომელიც Primephonic-ის ინტერფეისს ახალ მახასიათებლებთან გააერთიანებს. ამასთან, აპლიკაციის ამჟამინდელ მომხმარებლებს Apple Music-ზე ექვსთვიანი უფასო წვდომა ექნებათ.

ჩინეთში ბავშვებს ონლაინ თამაშებზე წვდომა კვირაში 3 საათამდე ეზღუდებათ!

ყველაფერი, რაც მზის აბაზანების შესახებ უნდა ვიცოდეთ