in

Apple-ის ანტიკრიზისული გეგმა მუშაობს

ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხე მთელ მსოფლიოს მოიცავდა და განგაშს გამოიწვევდა, დეირდრე ო’ბრაიენმა კარგად იცოდა, თუ რამდენად მძიმე შედეგებს მოუტანდა ის საზოგადოებას. როგორც ვიცით, ვირუსის გამოჩენის საწყის ეტაპზე, ძალიან ცოტა იყო მის შესახებ ცნობილი და სხვადასხვაგვარი ინფორმაციის, ისევე როგორც დეზინფორმაციის, სწრაფი გავრცელება ერთგვარ პანიკას იწვევდა. ჩინეთში განსაკუთრებით ეცემოდა აქციებისა და კომპანიების ფასები და თითქოს ყველაფერი უფასურდებოდა… ამ „არეულობის ჟამს“ კი Apple-მა ჩინეთში არსებული მაღაზიების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ნაკლები საფრთხე შეექმნათ თანამშრომლებისთვის და მოსახლეობისთვის.

ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც კარი დახურა ამერიკაში, ევროპასა და აზიის ქვეყნებში სწორედ მაშინ, როცა ამის საჭიროება იყო. – დეირდე ო’ბრაიენი

2020 წელს ჩვენ თითქოს Apple-ის ორგვარ სახეს ვხედავთ. ერთის მხრივ კომპანია გვიზიარებს პროგრამული ინჟინრებისა და დიზაინერების მუშაობას, კომპანიის მიერ აიფონების ახალი თაობის გამოშვებას, განახლებულ აიპადებს და მაკინტოშის კომპიუტერისთვის „სუპერდამუხტული“ ელემენტის ჩაშვებას. მეორეს მხრივ კი ვხედავთ დაკეტილ მაღაზიებს, ცარიელ ოფისებს და თანამშრომლების მიერ აქტიურ შეხვედრებს იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სახლიდან მუშაობა (WHF) მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ავადდება.

ო’ბრაიენს დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა კომპანიის და მომხრაბელების წინაშე. 30 წლიანი მუშაობის შედეგად, ბუნებრივია, კრიტიკულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილებაც მიიღო და ამიტომაც მოახერხა კრიზისის ეფექტურად დაძლევა. მან და Apple-ის გუნდმა შეიმუშავა ერთგვარი „დაკეტვისა და გახსნის“ სტრატეგია, რომელსაც თავად დინამიურ ცეკვასაც უწოდებენ. 13 მარტს მათ გამოაცხადეს, რომ ჩინეთში დაიკეტა Apple-ის ყველა მაღაზია და თანამშრომლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა მალევე განაცხადეს, რომ მაღაზიები კვლავ გაიხსნა.

ალბათ, გიჩნდებათ კითხვა ან რატომ დაიკეტა, ან შემდეგ რატომ გაიხსნა?

ამ კითხვაზე პასუხი ასეთია – როდესაც კონკრეტულ მაღაზიაში ფიქსირდება Covid-19-ის შემთხვევა, კომპანია ლოკალურად მოქმედებს და იღებს შესაბამის ზომებს, ნაცვლად სრული პარალიზებისა.

კომპანიამ კრიზის გასამკლავებლად კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი მონახა და ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში ნებაყოფლობითი Express Storefronts შექმნა, რაც გულისხმობს მომხმარებლის მიერ პროდუქციის ყიდვას მაღაზიაში შესვლის გარეშე.

რა თქმა უნდა, Apple არ გაუშვებდა ახალი ორიგანალური პროდუქციის შექმნის შანსს, რათა კიდევ უფრო მეტად შეჭრილიყო ადამიანთა ყოველდღიურობაში. პანდემიის საპასუხოდ კომპანიამ, სამრეწველო გუნდთან ერთად, შექმნა საკუთარი ნიღაბი – iMask და iMask Pro. ხოლო მას, ვისაც არ სურს ნიღბის გაკეთება, კომპანია სიამოვნებით მოემსახურება ონლაინ სერვისით.

Apple-ის გუნდის თქმით, ყველა ამ კრეატიულ იდეას და კრიზისის დაძლევის სხვადასხვაგვარი გზის პოვნას განაპირობებს მათი იდეალურობისკენ სწრაფვა და ის გარემო, რომელიც შთამაგონებელია ყველა თანამშრომლისთვის.

მარკეტერების როლი საზოგადოების COVID-19-ის ვაქცინაციაზე დარწმუნების კუთხით

CHRONOS – სამკაულში გაცოცხლებული ქართული ოქროს საგანძური