კალიფორნიაში გამართული პრეზენტაციის დროს კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა ახალი, 4inch ზომის ეკრანის მქონე IPhone SE, რომელიც თავის წინამორბედ IPhone 5S-თან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფია, მოყვება საკმაოდ მძლავრი კამერა და იღებს უმაღლესი ხარისხის ვიდეოს. აპარატი თავსებადია Apple Pay-სთან. ახალ IPhone SE-ს აქვს გაუმჯობესებული ელემენტი და wi-fi-ს მაღალი სიჩქარე.
“თქვენ შეიყვარებთ მას, მიუხედავად იმისა, ეს თქვენი პირველი IPhone-ია, თუ უბრალოდ, მცირე ზომის ტელეფონები გხიბლავთ“- განაცხადა Apple-ს ვიცე პრეზიდენტმა გრეგ ჯოსვიაკმა.
კომპანიამ ასევე წარმოადგინა 9.7 ინჩი ეკრანის მქონე IPad Pro, რომელსაც ასევე მაღალი ხარისხის კამერა მოყვება და 256 გბ ტევადობის მეხსიერების ბარათს გვთავაზობს. Apple-ს მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ფილ შილერის განცხადებით, Apple Store-ში IPad-ისთვის უკვე შემუშავებულია მილიონზე მეტი აპლიკაცია.
“ეს არის პერსონალური კომპიუტერების მომავალი“- ნათქვამია ვიდეორგოლში, რომელიც Ipad-ის შესახებ გაშუქდა.
ტიმ კუკმა (Apple-ს აღმასრულებელმა დირექტორმა) გააკეთა განცხადება Apple-სა და FBI-ს შორის წარმოშობილ უთანხმოებაზეც, რომელიც დაშიფვრას შეეხება. კომპანიის აზრით, არ მოელოდნენ ამ სიტუაციაში აღმოჩენას, თუმცა, თავს ვალდებულად თვლიან, დაიცვან კლიენტებისა და რიგითი მოქალაქეების პირადი მონაცემები.
პროგრამის დასასრულს, Apple-მა წარადგინა ახალი საათი და სამომავლოდ, მომხმარებლებს ახალი გაჯეტების შექმნას დაპირდა.
წყარო: adweek