in

„Mac-ის კომპიუტერების წარმოებაში ახალი ერა იწყება“ – გაიცანით MacBook Pro!

M2

„Mac-ის კომპიუტერების წარმოებაში ახალი ერა იწყება“ – ასე დააანონსა Apple-მ იმ პირველი MacBook Pro-ს გამოშვება, რომელსაც მათივე შექმნილი პროცესორი ექნება. როგორც პრეზენტაციიდან შევიტყვეთ, ის  Arm-ის ბაზაზე შექმნილი, Mac-ის რიგითი ლეპტოპი კი არა, სპეციალურად აღჭურვილი MacBook-ია, რომელსაც იდეალურად გამოიყენებენ როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური პროფესიების წარმომადგენლები.

ახალი MacBook Pro 13-დიუმიანია და მისი ფასი $1 299-დან იწყება. აღჭურვილია Apple-ს ახალი M1,  როგორც კომპანიაში ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროცესორით. მისი კიდევ ერთი უპირატესობა, Apple-ს წარმომადგენლების თქმით, macOS 11 Big Sur-ია.

კომპანიაში ამბობენ, რომ MacBook Pro-ს კიდევ ერთი უპირატესობა ავტომატური მუშაობის გახანგრძლივებული დროა – დაახლოებით, 17 საათი მხოლოდ ვებგვერდების გახსნის შემთხვევაში და 20 საათი ვიდეოს „ფლეიბექისთვის. როგორც Apple-ში ამბობენ, ამ ახალ მოწყობილობის ბატარეა, Mac-ის ისტორიაში, ავტომატურ რეჟიმში ყველაზე დიდხანს იმუშავებს.

რაც შეეხება MacBook Pro-ს კონფიგურაციას: 8GB ან 16GB (RAM), SSD – 256GB, 512GB, 1TB და 2TB. მისი გამოსვლის ზუსტ დროზე კი, კომპანიაში ამბობენ, რომ „ „შიფინგი“ ერთ კვირაში დაიწყება“.

ახლა კი წარმოგიდგენთ პრეზენტაციას, სადაც თავად Apple-ს წარმომადგენლები გიამბობენ ახალი MacBook Pro-სა და მისი უპირატესობების, ასევე Mac Mini-სა და Macbook Air-ის შესახებ.

 

 

Francesco Bongiorni-ს კონცეპტუალური ნამუშევრები

“მხატვრობა თამაშია, გართობაა, რომელიც ბავშვობაში გაბრუნებს” – მხატვარი თუთუ კილაძე