in

აი, როგორ მუშაობს Apple-ის ახალი iOS 16-ის უსაფრთხოების ფუნქციები

veon
veon

Apple-ის iOS 16 უკვე გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მისი ახალი მახასიათებლებით შეგვიძლია ვისიამოვნოთ. ხოლო, თუ თქვენ ციფრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა გსურთ, Apple რამდენიმე ვერსიას გთავაზობთ, რომელზე გადახედვაც ნამდვილად ღირს. 

ყველაზე შთამბეჭდავი კი Lockdown mode-ია — მომხმარებლებს იმ ჯაშუშური პროგრამებისა და სხვა მავნე თავდასხმებისგან იცავს, რომლებიც თქვენს სისტემაში შესვლასა და მონაცემების მოპარვას ისახავს მიზნად. ახლა კი ვნახოთ, როგორ შეძლებთ მის გამოყენებას.

როგორ გავააქტიუროთ Lockdown mode?

Lockdown-ის ჩართვა ძალიან მარტივია. შედით პარამეტრებში, აირჩიეთ კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, შემდეგ კი Lockdown mode. დიახ, ეს პროცესი სულ 3 მარტივი ნაბიჯისგან შედგება.

როგორ მუშაობს?

როგორც სახელი გეუბნებათ, Lockdown ზღუდავს ყველა იმ ვექტორს, რომლებსაც ტრადიციულად მავნე პროგრამების გასავრცელებლად იყენებენ — iMessage-ს დანართებს ბლოკავს, რასაც ძირითადად კიბერშეტევების დროს მიმართავენ. ამასთან, კაბელურ კავშირებს კომპიუტერებსა თუ სხვა მოწყობილობებთან, რომლებიც ხელს უშლის შემომავალ მოწვევებს, მაგალითად FaceTime მოწვევებს, თუ მომხმარებლებს იგი თქვენთან ერთად წინასწარ არ დაუგეგმავთ. ზოგიერთ შემთხვევაში კი სხვადასხვა ტიპის კოდებიც იბლოკება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის თქვენს ტელეფონს ციხე-სიმაგრედ აქცევს და მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებს მასში, რომელთაც უკვე იცნობთ. გამოდის, თუ საკუთარი თავის დაცვა გსურთ, ეს ნამდვილად გამოგადგებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ iOS კვლავ შეუფერხებლად იმუშავებს…

კარგი ამბავი კი ის არის, რომ iPhone-ს მომხმარებელთა 99.9%-ს ეს არ დასჭირდება. Lockdown სპეციალურად იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებიც კომერციული ჯაშუშური პროგრამების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. Apple-მა ფუნქციის გამოშვებისთანავე აღნიშნა, რომ იგი განიხილებოდა უსაფრთხოების უკიდურეს, არჩევით დონედ ძალიან ცოტა ადამიანისთვის

კიდევ რა სიახლე აქვს Apple-ს?

ყურადღების მიღმა არც Safety Check უნდა დავტოვოთ. Lockdown-ის მსგავსად, ეს ფუნქცია შექმნილია iPhone-ს მომხმარებელთა მცირე ნაწილის დასაცავად, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებში არიან, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ ისინი შეურაცხმყოფელი ურთიერთობებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან. 

საინტერესოა ისიც, რომ Safety Check მსხვერპლთა ადვოკატირების ჯგუფებთან თანამშრომლობით შეიქმნა და იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადახედოს და გააუქმოს ნებისმიერი სხვა ადამიანის წვდომა მათ მოწყობილობაზე, რომლებსაც, შესაძლოა, მონაცემებზე არალეგიტიმურად ჰქონდეთ წვდომა. მომხმარებლებს შეუძლიათ, გადააყენონ პაროლები, შეწყვიტონ მდებარეობისა თუ სხვა ინფორმაციის სხვებთან გაზიარება და, ზოგადად, კონტროლი დაიბრუნონ თავიანთ მოწყობილობებზე.

კონკრეტული ფუნქცია შეურაცხმყოფელ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს საშუალებას აძლევს, მოძალადეს მათ მონაცემებსა და ლოკაციაზე წვდომა გაუუქმონ, რითაც ისინი უფრო უსაფრთხოდაც იქნებიან, — ამბობს კეტი სკინერი, Apple-დან. 

როგორ უნდა გააქტიუროთ Safety Check?

აქაც ყველაფერი ზუსტად ისე უნდა გააკეთოთ, როგორც Lockdown mode-ს შემთხვევაში — შედით პარამეტრებში, აირჩიეთ კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, შემდეგ კი Safety Check. თუმცა აქ უკვე ორი არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით: Emergency Reset ან Manage Sharing & Access.

ხოლო, თუ დეტალური ინფორმაციის მიღება გსურთ,  Apple-ს მომხმარებლის პირადი უსაფრთხოების სახელმძღვანელოს შეგიძლიათ ესტუმროთ.

როგორ გამოვიყენოთ წინააღმდეგობა განვითარებისთვის?

ინვესტიციების ახალი ერა: Mardi Holding, Accor Group-თან თანამშრომლობით, გეგმავს გახსნას პირველი Novotel Living საქართველოში