13
სექ
2017

​Apple-მა ორი სმარტფონი, iPhone 8 და iPhone X, ერთდროულად წარადგინა!

13 სექ 2017

მართალია, ყოველი წლის სექტემბერი Apple-ის წყალობით მოულოდნელობებით, ახალი აღმოჩენებითა და სიურპრიზებით არის ხოლმე სავსე, თუმცა, ამჯერად ბრენდმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როგორც წესი, ახლა რიგითობის თვალსაზრისითაც iPhone 8-ის ფურორის ჯერი იყო, მაგრამ ბრენდი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა და მასთან ერთად, iPhone X-ის (iPhone 10) პრეზენტაციაც წარმოგვიდგინა.

BOG PLUS

iPhone 8-ს კამერის, ეკრანისა და ხმის გაუმჯობესებულ ხარისხთან ერთად, დამატებული აქვს ისეთი ფუნქცია, როგორიც პორტრეტის გადაღების პროფესიონალური, სტუდიური ეფექტებია. ამასთან, ემოჯის მოყვარულებს უკვე შეუძლიათ სასურველი ემოცია თავად გაახმოვანონ და აალაპარაკონ. კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა უსადენო დამტენი აღმოჩნდა. iphone 8-ს ასევე სრულიად ახალი A11 Bionic პროცესორი აქვს, რომელიც მთლიანად სმარტფონისა და მისი აპლიკაციების მუშაობის პროცესს კიდევ უფრო სწრაფს ხდის.

 


რაც შეეხება iPhone X-ს, აქ კომპანიამ სათქმელი სულ რამდენიმე სიტყვით თქვა Say hello to the future. თუმცა, ერთდროულად ორი სმარტფონის გამოჩენამ მომხმარებელი ცოტა დააბნია. Iphone X-ის წინა მხარე უკვე მთლიანად ეკრანია, რომელსაც განათებაც და ფერთა აღქმაც წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით უფრო დახვეწილი აქვს. ბრენდმა სმარტფონის შემადგენლობიდან სრულიად გააქრო Home Button-ი, ბლოკის მოხსნა უკვე მხოლოდ ეკრანზე დახედვითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლე მომხმარებლის სახის აღქმაში მდგომარეობს. ახალ პროდუქტს უფრო გაძლიერებული აქვს აუდიო სისტემა, ასევე წინა და უკანა კამერებიც. iPhone 8-ს მსგავსად, X-საც აქვს პორტრეტის გადაღების დამატებული ეფექტები, უსადენო დამტენი და ახალი პროცესორი.

 



ამ სიახლეების ფონზე, არაერთი კითხვა გაჩნდა, მათ შორის ერთი ძალიან ლოგიკური – როდესაც ბაზარზე უკვე iPhone X-ი გამოდის რამდენად გაყიდვადი იქნება iPhone 8?

განხილვა